“ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განკარგულების თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვის ხარჯების დაფინანსების მიზნით, ფინანსთა სამინისტრომ სარეზერვო ფონდიდან 5 588 006 ლარი გამოუყო, მათ შორის:
3 მილიონი კულტურის სამინისტროს
1.2 მილიონამდე რეგიონული განვითარების სამინისტროს
850 ათასი თბილისის მერიას
280 ათასი საქართველოს რკინიგზას
158 500 ათასი საგარეო საქმეთა სამინისტროს
125 ათასი მთავრობის ადმინისტრაციას
კობახიძის განკარგულებას საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდი აქვეყნებს.

















