რა თანამდებობაზე დანიშნავენ ირაკლი ღარიბაშვილს- ხელისუფლება სამთავრობო ცვლილებებისათვის ემზადება

ღარიბაშვილს მწარედ აზღვევინებენგაზეთი „ქრონიკა+“ საქართველოს ხელისუფლებაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს და აცხადებს, რომ პრემიერის პოსტზე ორი ადამიანი განიხილება. ირაკლი ღარიბაშვილს კი გიორგი ქადაგიძის შემცვლელად ამზადებენ:

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით „ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი კახი კალაძე იქნება. ივანიშვილი ფიქრობს, რომ კალაძე საზოგადოების კეთილგანწყობით სარგებლობს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თუ უმრავლესობა ისევ მოიპოვეს, სწორედ კალაძე იქნება პრემიერობის რეალური კანდიდატი, სიაში აღარ იქნებიან ძველი სახეები, ივანიშვილი უცხოეთში განათლება მიღებულ ახალგაზრდებს ეძებს.

მეორე ვერსიით, სამთავრობო ცვლილებები თებერვალში განხორციელდება, სწორედ ამ დროს ხელისუფლება ასფალტების დაგებასა და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაიწყებს, პრემიერის პოსტს გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს, ხოლო ვიცე-პრემიერი ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იქნება, რომელსაც კარგად გააპიარებენ და ფაქტობრივად, მთავრობის სპიკერის როლსაც შეითავსებს. სწორედ ამ გეგმის ნაწილია გიორგი კვირიკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე გადაყვანა და საერთაშორისო კავშირების დალაგება. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, ამ სცენარის მიხედვით, ღარიბაშვილის გადაყვანა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე იგეგმება, ხოლო სამომავლოდ მას თბილისის მერის პოსტზე კენჭისყრას ჰპირდებიან. მოქმედი პრემიერი ცხადია თანახმაა. მას „ქართუში“ მუშაობამ მორჩილება ასწავლა. ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ითხოვს, რომ მისი კორუმპირებული ნათესავები ივანიშვილმა შეიწყალოს და არ დაიჭიროს“- წერს გამოცემა.

წყარო “ქრონიკა+”

banner
წინა სტატიაშითურქეთში გააქტიურდა აფხაზური დიასპორა
შემდეგი სტატია“იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს ანგარიშში დადებითად იქნება ასახული საქართველოს მიღწევები”