რა სვლები აქვს „ოცნებას“ დარჩენილი?! – ხათუნა ლაგაზიძე

ახლა დაპირებული მეორე ნაწილი ანუ „ნაციონალების“ ტაქტიკა: ისინი არ ითხოვენ ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებს, იმიტომ რომ ამ საქმეში პარტნიორად პოლიტიკური სპექტრი არ ეგულებათ. სამაგიეროდ ითხოვენ რას?! ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და რაც მთავარია, პროპროციული სისტემით!

და რატომ პროპორციულ სისტემას: იმიტომ, რომ ამ მოთხოვნაში მათი პარტნიორი შეიძლება გახდეს პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ არსებული მთელი პოლიტიკური სპექტრი, რომლებსაც შეექმნებათ ილუზია, რომ პროპორციული სისტემის და 3%-იანი ბარიერის შემთხვევაში მათ პარლამენტში მოხვედრის რეალური შანსი უჩნდებათ. ხელისუფლების იმედი კი მათ არა აქვთ, რადგან მიიჩნევენ, რომ აქციების გარეშე მეორე ტურში მიღწეული შედეგით გულმოცემული ხელისუფლება 2020-ში პროპორციულ არჩევნებს არ დათმობს.

კიდევ რატომ ვადამდელი საპარლამენტო არცევნები და არა ხელახალი საპრეზიდენტო?! იმიტომ, რომ ნომერ 48-ზე ხმამიცემული, სულ ცოტა, 600 000-მდე ამომრჩეველი იფიფქრებს, რომ ეს ხომ საპრეზიდენტო არჩევნები არ არის, აგერ ამდენი პარტია მონაწილეობს, 3%-იანი ბარიერია, 5-6 პარტია მაინც შევა პარლამენტში და ერთხელ და სამუდამოდ დავაღწევთ თავს ერთპარტიულ მმართველობასო და ჰოდა თუ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთხმად მოითხოვა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და პროპორციული სისტემა, ხელისუფლება როგორღა იტყვის: მხოლოდ „ნაცები“ ემზადებიან არჩევნებისთვისო?! რომც თქვას, ბევრს ვერავის დააჯერებს.

ხოდა ასე ჩემო ტკბილო და მურაბა ხალხო: ჩათვალეთ, რომ წამზომი ჩართულია, თან ამას ემატება ისიც, რომ პარალელურად ხელისუფლება დგას რადიკალური საკადრო განახლების და რეფორმების აუცილებლობის ანუ გაცემული დაპირებების შესრულების ვალდებულების წინაშე. ასე რომ, „ნაციონალები“ ამასაც ითვლიან: გარედან ზეწოლა „ოცნებას“ ფორსმაჟორში ჩაგდებს, სერიოზულ ძვრებს და ცვლილებებს პარტიულ და სახელისუფლო სტურქტურებში, „გარე“ საფრთხის არსებობის პირობებში ივანიშვილი, სურვილის შემთხვევაშიც კი, ვეღარ გაბედავს და დაიწყება „ოცნების“ შიგნიდან გამოხვრის პროცესი. რავარი სცენარია, ვერ არის რეალობასთნ ახლოს?! არის ბატონებო, არის.

რა სვლები აქვს „ოცნებას“ დარჩენილი?! თავად მოუხმოს პარტიებს პროპორციულ სისტემაზე სალაპარაკოდ და დათმოს პროპორციული 2020-ისთვის. – წერს ხათუნა ლაგაზიძე.

banner
წინა სტატიაშივულოცავ ქართულ ოცნებას, რომ მოახერხანაცმოს სრული რეანიმაცია-რეაბილიტაცია – ხუხაშვილი
შემდეგი სტატიადიმიტრი ცქიტიშვილი : ალბათ, ჩამოვყალიბდებით, ავლაბრის სასახლეს რა ბედი ეწევა