17.8 C
Tbilisi
შაბათი, ნოემბერი 14, 2026
banner

რა სურს პუტინს? – „როიტერი“ მის მიერ გაცხადებულ მოთხოვნებს აქვეყნებს

„როიტერი“ ალასკის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გაცხადებულ მოთხოვნებს აქვეყნებს.

კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს, რუსეთის პრეზიდენტმა მოითხოვა, რომ უკრაინამ უარი თქვას ნატო-ში გაწევრიანებაზე, მაგრამ ალიანსის გარეთ „უსაფრთხოების გარანტიებს“ მიიღებს;
ყირიმი აღიარებული იქნება რუსეთის ფედერაციად;
რუსეთი უკრაინას ხარკოვისა და სუმის ოლქების მცირე ტერიტორიებს დაუბრუნებს, რომლებსაც ამჟამად აკონტროლებს;
რუსეთი სამხრეთით (ხერსონი, ზაპოროჟიე) ფრონტის ხაზს გაყინავს;
უკრაინამ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან ჯარები უნდა გაიყვანოს;
რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ნაწილი უნდა მოიხსნას;
რუსული ენა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ოფიციალურ სტატუსს მიიღებენ.
ამ მოთხოვნებს ტრამპი ზელენსკის ორშაბათს, ვაშინგტონში წარუდგენს.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში, ეჭვიანობის ნიადაგზე, საცოლემ საქმრო დაჭრა
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპთან დაგეგმილ შეხვედრაზე ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს ფინეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტები შეუერთდებიან