10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 14, 2026
banner

რა სქემით მოხდება სატბორე მეურნეობების სუბსიდირება

აკვაკულტურის სექტორის განვითარების ხელშეწყობისა და ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სატბორე მეურნეობებისთვის წყლის მიწოდების საფასურის ძირითად ნაწილს სახელმწიფო დააფინანსებს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი საირიგაციო მომსახურების ახალი ტარიფის სახელმწიფო სუბსიდირების მექანიზმში ის სექტორიც ერთვება, რომელიც წყალს საირიგაციო დანიშნულებით არ იყენებს.

„საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, წყალმომხმარებლები, რომლებიც წყალს მოიხმარენ სატბორე მეურნეობებისთვის, საქართველოს მელიორაციის მიერ გაწეული წყლის საცალო მიწოდების მომსახურების საფასურის 0,0826 ლარი მ3 (დღგ-ს ჩათვლით) სუბსიდირება განხორციელდება შემდეგი სახით: მოხმარებლები გადაიხდიან მომსახურების საფასურის გათვალისწინებით გადასახდელი თანხის 20%-ს, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარს 1 ჰექტარზე წელიწადში, მომსახურების საფასურის 80% კი, სუბსიდირებას დაექვემდებარება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სატბორე მეურნეობების განვითარებას და წყლის რესურსის ხელმისაწვდომობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი პარიზში რეზა ფეჰლევის შეხვდა
შემდეგი სტატიაერდოღანი: თურქეთი ირანთან ომში არ ჩაერთვება