15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

“რა სისულელეს ლაპარაკობთ, რა დროს ხაბეიშვილია?”- “ხარება”

ტვ პირველის ინფორმაციით, გდდ-ს ყოფილი ხელმძღვანელი, არაერთი ქვეყნის მიერ სანქცირებული, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება” არ ამბობს, დაკითხა თუ ჯგუფური ანგარიშსწორების საქმეზე გამოძიებამ. 

გავრცელებული ინფორმაციით, “პირველები” დარბევების ერთ-ერთ ორგანიზატორად დასახელებულ “ხარებას” მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც დღეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, მარიამ დოლიძემ ის პირები დაასახელა, ვინც, მისი ინფორმაციით, სავარაუდოდ, 2024 წლის 1-ელ მაისს ლევან ხაბეიშვილის გატაცებასა და ცემაში მონაწილეობდნენ.

“რა სისულელეს ლაპარაკობთ, რა დროს ხაბეიშვილია?”– უთხრა ზვიად ხარაზიშვილმა “პირველებს”.

ცნობისთვის, როგორც მარიამ დოლიძემ პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 2024 წლის 30 აპრილს, ადგილზე, სადაც ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეზე ანგარიშსწორება ხორციელდებოდა, იმყოფებოდნენ “ხარება” და მისი მოადგილე მირზა კეზევაძე.

banner
წინა სტატიაში“რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება, მაგრამ ეს არ არის მთავარი მიზეზი”- რუხაძე
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი: ოპოზიციაში ერთმანეთს უპირისპირდებიან, ვის შეუძლია, საქართველო მეტად დააზიანოს