რა შეზღუდვები იხსნება საქართველოში 8 და 15 თებერვლიდან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 8 და 15 თებერვლიდან საქართველოში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ განაცხადა.

ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან, საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი. მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც-მეტრო, ავტობუსი და სამარშრუტო მიკროავტობუსები.

ასევე, 8 თებერვლიდან, მუშაობას განაახლებენ ბაზრობები.

15 თებერვლიდან, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სასწავლო პროცესი განახლდება საკლასო ოთახებში.

ასევე, 15 თებერვლიდან კვების ობიექტები, რესტორნები, შეძლებენ ამოქმედდნენ ღია სივრცეში.

დაწესებული შეზღუდვები კვლავ შენარჩუნდება შაბათ-კვირას.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას კახა ქემოკლიძე უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ როდესაც პირბადის ტარების წესის დარღვევა მოხდება განმეორებით, შესაბამისი სანქცია, ჯარიმა გაორმაგდეს