“რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა” – კვაჭანტირაძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე

რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა რეალურად მთელმა საზოგადოებამ ნახა, – განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ ვენეციის კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციების შეფასებისას.

„ისინი არწმუნებდნენ საზოგადოებას, რომ ვენეციის კომისიიდან ჩამოვა ის დასკვნა, რაც საჭიროა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მიუღებელი, გარკვეულწილად მადისკრედიტირებელი განცხადებაც კი ვენეციის კომისიის მიმართ. როგორც ხუმრობით ვიცით თქმა, რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა, კარგად ნახა მთელმა საზოგადოება. ვინც ვერ დაინახა ან დანახვა არ სურთ, მე მოვუწოდებ კარგად, სიტყვა-სიტყვით წაიკითხონ.

მე ვფიქრობ, ყველა ერთად, ღირსეულად უნდა შევხვდეთ ამ მძიმე დასკვნას, გავიზიაროთ იგი და ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ პუნქტების მიხედვით დეტალურად იყოს გაზიარებული. თუ ამას არ გააკეთებს მმართველი გუნდი, მაშინ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ჩავარდეს მისი მიღება. დასკვნის გათვალისწინების გარეშე კანონის მიღება ჩიხში შესვლაა“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

banner
წინა სტატიაშილევან მურუსიძე და იუსტიციის საბჭოს წევრები ვენეციის კომისიაზე ნაწყენები არიან – კახიძე
შემდეგი სტატიათიბისიმ საერთაშორისო ორგანიზაცია Mckinsey-სთან ერთად ეჯაილ ტრანსფორმაცია დაიწყო