რა შემთხვევაში შეირყევა ევროკავშირის მოქმედების უნარი?! – გერმანიის კანცლერის პროგნოზი

რუსული გაყინული აქტივების გამოყენება აუცილებელია, რათა მოსკოვს ვაჩვენოთ, რომ ომის გაგრძელება უაზრობაა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ-უკრაინულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

„ბლოკის წევრებმა უნდა იპოვონ გზა, დაყონ რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ამ აქტივების ამოღებასა და გამოყენებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რისკავენ, ხანგრძლივი ზიანი მიაყენონ ევროკავშირის რეპუტაციას. თუ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ამ ამოცანას, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა“,- განაცხადა მერცმა.

მისი თქმით, „მხოლოდ ძალის გამოვლენა დაასრულებს ამ ომს“.

banner
წინა სტატიაში“ბერლინში მიმდინარე მოლაპარაკებები არ იყო მარტივი, თუმცა იყო პროდუქტიული” – ზელენსკი
შემდეგი სტატია“პროცესუუნარო” – „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებები შედის