- 13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა+ვიდეო
- გვსურს გამოვთქვათ პროტესტი ოჯახის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების გამო – გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი
- (foto) იაპონიაში საკურა აყვავილდა
- დღეს ნინოობაა
- “მირტყამდნენ თავში, გვერდებში”- მორიგი ბრალდება პოლიციის მისამართით
- ამირან გამყრელიძე – აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, არ იკბინება და არ გადააქვს ინფექცია
რა შემთხვევაში იქნებოდა ბექა ხახუბია ცოცხალი?
მნიშვნელოვანი
- რა შემთხვევაში იქნებოდა ბექა ხახუბია ცოცხალი?
სხვა სტატიები
გაჩნდა კითხვები, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო პოლიცია, რომ მაღალი სისწრაფით მოძრავი, დაუმორჩილებელი ა.მანქანა ფატალური შედეგის გარეშე გაეჩერებინათ?!
არსებობს სხვადასხვა მეთოდი, მაღალი სისწრაფით მოძრავი ა.მანქანის იძულებით შესაჩერებლად, თუმცა მე გავამახვილებ ყურადღებას მსოფლიოში ყველაზე აპრობირებულ მეთოდზე, რომელიც რისკებს მაქსიმალურად ამცირებს.
1. საპატრულო პოლიციას გზა არა 100 მეტრში, არამედ გვირაბიდან 2-3 კილომეტრში უნდა დაეკეტა, რომ მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანისთვის, მანძილი გვირაბიდან ბარიერამდე ყოფილიყო იმდენი, მას ქონოდა რეალობის აღქმის და ფიქრის დრო.
2. გზა არა ჩაბნელებული ტრაილერით, არამედ მკვეთრი ფერებით მოციმციმე, საპატრულო ეკიპაჟებით უნდა დაეკეტათ, რომელთა შორის მანძილი 1,5 – 2 მეტრი ყოფილიყო, რომ მძღოლს ქონოდა განცდა, სიჩქარის დაგდების შემდეგ შეძლებდა უსაფრთხო გაძრომას მანქანებს შორის. (მძღოლის ,,მოტყუება”)
3. მოციმციმე ეკიპაჟებით გადაკეტილი ადგილიდან 30-40 მეტრში უნდა გაეშალათ ე.წ. ზღარბი პოლიციელის ლენტი, რომელიც უკვე სიჩქარე დაგდებულ მანქანას ჩაუფუშავდა საბურავებს და მოახდენდა მის უსაფრთხო გაჩერებას.
ამ სამი ინსტრუქციის შესრულების შემთხვევაში, ბექა დღეს ცოცხალი იქნებოდა-წერს არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართალდამცველთა რეფორმის ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა.