რა შემთხვევაში გაათავისუფლებენ ბაჩიაშვილს?! – რა თქვა “მტკვარი ჰესის” საქმის პროკურორმა?!

შესაძლებელია თუ არა და რა შემთხევაში შეიძლება “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდეს – დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურის მოწმის ჩვენების შემდეგ “პირველებმა” დასვა კითხვა, იმ შემთხვევაში თუ გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის [რომელიც პროკურატურამ დაზარალებლად სცნო] ზიანის ანაზღაურებას დათანხმდება, შეიცვლება თუ არა პროკურატურის პოზიცია.

თანაინვესტირების ფონდის თანამშრომელმა, სოფო ხელაშვილმა ჩვენებისას განაცხადა, რომ ბაჩიაშვილს მისთვის არასდროს უთხოვია “წამგებიანი პროექტი მომგებიანად წარმოეჩინა”.
პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, როდესაც საქმეში არსებობს დაზარალებული, ბრალდებული და ფინანსური ზიანი, მაშინ კომუნიკაციაში ბრალდების მხარე არ შედის. ხოლო თუ გიორგი ბაჩიაშვილს ზიანის ანაზღაურება სურს, ეს მისი უფლებამოსილებაა.

ვერ გეტყვით ვერაფერს იმიტომ, რომ ძალიან დაშვება იქნება ჩემი მხრიდან. რაღაც თეორიულ დაშვებებზე მექნება საუაბრი. ზოგადად ისეთი კატეგორიის საქმეებზე, სადაც არსებობს დაზარალებული, სადაც არსებობს მსჯავრდებული და არსებობს ფინანსური ზიანი კომუნიკაციაში ბრალდების მხარე ნამდვილად არ შედის.

თუ ვთქვათ ვინმეს სურს ზიანის ანაზღაურება, ეს არის მისი უფლებამოსილება და ამ მიმართულებით ქმედებების განხორციელებაც მისი უფლებამოსილებაა. ამიტომ გეუბნებით, რომ ეს არის თეორიული დაშვება,” – ამბობს საქმის პროკურორი.

“პირველების” კითხვაზე იქნება თუ არა ზიანის ანაზღაურება შემამსუბუქებელი გარემოება, მიხეილ სადრაძე ამბობს, რომ კანონმდებლობის მიხედვით ასეა.

ზიანის ანაზღაურება რომ არის შემამსუბუქებელი გარემოება, ჩემი პასუხი არ სჭირდება ეს კანონმდებლობის პასუხია,” – თქვა მიხეილ სადრაძემ.

პროკურატურა ბაჩიაშვილს სამსახურებრივ გულგრილობას ედავება. ბრალდების ვერსიით, ბაჩიაშვილს წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, რომ პროექტი მაღალი რისკის შემცველი იყო, თუმცა ეს რისკები არ გაითვალისწინა, რის გამოც “მტკვარი ჰესს” 100 მილიონი დოლარის ზიანი მიადგა. სწორედ ამ ზიანის გამო ბაჩიაშვილი სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის სარჩელით აღმოჩნდა.

banner
წინა სტატიაშისუს-ში გამოკითხვაზე დავით ჩახუნაშვილიც დაიბარეს
შემდეგი სტატიათიბისი საერთაშორისო ფორუმის – Global Banking & Markets CEE, Central Asia & Türkiye 2025 – სპონსორი იყო