რა შემთხვევაში დაიბრუნებს ბიძინა ივანიშვილი მილიონებს?!

რა შემთხვევაში მიიღებს ივანიშვილი კუთვნილ მილიონებს – იურისტები დარწმუნებულები არიან, რომ სანქციების პირობებში, არცერთ საერთაშორისო ინსტიტუტს არ ექნება სურვილი, რომ “ოცნების” საპატიო თავმდჯომარეს დაეხმაროს.

გიორგი მშვენიერაძის თქმით, სანქციების მიზანიც სწორედ ეს არის, რომ ივანიშვილმა იმ უკანონობაზე აგოს პასუხი, რომელსაც ქართველი ხალხის წინაშე სჩადის.

ასობით მოქალაქე იქნა უკანონოდ დაკავებული, ნაცემი, ნაწამები და იმის გამო, რომ საქართველოს პოლიტიკა ბოლო წლებში შეცვლილია, მისი კურსი შეცვლილია და რუსული გავლენა ძლიერდება ეს არის მიზეზები, რის გამოც საბოლოო ჯამში, ივანიშვილი დადანაშაულებულია და დაწესებული აქვს სანქციები. ცხადია, ამ სანქციების პირობებში, ალბათ, არცერთ საერთაშორისო ინსტიტუტს არ ექნება სურვილი, გვერდი აუაროს ამ სანქციებს და ივანიშვილს დაეხმაროს. შესაბამისად, ერთ-ერთი ეფექტი ამ სანქციების სწორედ ესეც არის. მიზანიც ეს არის, რომ ივანიშვილმა პასუხი აგოს იმისთვის, რასაც ის ქართველ ხალხს უკეთებს, – ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

ირაკლი აბესაძე ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი მილიონების დაბრუნებას მაშინ შეძლებს, როცა კონსტიტუციურ ჩარჩოებს დაუბრუნდება და საკუტარ ხალხზე თავდასხმებს შეწყვეტს.

ერთის მრივ, ივანიშვილი აგრძელებს ამ საზოგადოების და ამ ქვეყანაში შემოსავლის მიღებას კანონდარღვევით და აშკარად კანონშეუსაბამოდ და მეორე, რომ მას სურს, რომ წვდომა ჰქონდეს დასავლურ ქვეყნებში, საიდანაც მისგან კანონიერებას, სამართლიანობას, კონსტიტუციის ჩარჩოებში დაბრუნებას მოითხოვს, ამ ქვეყნებისგან მოითხოვს თავის მილიარდებზე წვდომას და რა თქმა უნდა, ეს ურთიერთთავსებადი არ არის. როცა ივანიშვილი თავს დაანებებს ამ ქვეყანაზე, საზოგადოებაზე თავდასმას, როდესაც დაუბრუნდება კონსტიტუციურ ჩარჩოებს და როდესაც ხალხს მისცემს საშუალებას, თავად აირჩიოს ხელისუფლება, როგორც ჩანს, მაშინ მოეხსნება ეს სანქციებიც და მაშინ მიეცემა საშუალება საკუთარ ფულზე წვდომის, რაც ნამდვილად სამართლიანი იქნება, – ამბობს ირაკლი აბესაძე.

ორი საათში გაერთიანებული სამეფოს სააპელაციო სასამართლო გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიულ „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებულ საქმეზე. სასამართლო გადაწყვეტს, დაეკისრება თუ არა ბანკს ივანიშვილისთვის 667 მილიონი დოლარის გადახდა, ხოლო შემდგომი ეტაპები შეეხება უკვე თავად თანხის მიღების სამართლებრივ მექანიზმებს.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე ივანიშვილის მიმართ შანტაჟზე საუბრობს – რას ამბობს სასამართლოს განაჩენამდე?!
შემდეგი სტატიაშს მინისტრის მოადგილემ დაადასტურა, რომ აქციაზე დაკავებული “TV პირველის” ჟურნალისტი იზოლატორში გააშიშვლეს – რას ამბობს შსს?!