რა შეღავათებით იმგზავრებთ ლურჯი მიკროავტობუსებით?

პირველი აპრილიდან თბილისში ლურჯი მიკროავტობუსები ავტობუსებისა და მეტროს ერთიანი გადახდის სისტემაში ინტეგრირდება. სამივე ტრანსპორტში მგზავრი 50 თეთრს გადაიხდის, ხოლო პირველი გადახდიდან მომდევნო საათნახევრის განმავლობაში უფასოდ იმგზავრებს. გარდა ამისა, შეღავათების მქონე მგზავრები (სტუდენტები, მოსწავლეები, მასწავლებლები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები და სხვ) მიკროავტობუსებში იმავე ტარიფით ისარგებლებენ, რითაც მეტროსა და ავტობუსში მგზავრობდნენ (20 თეთრი, 10 თეთრი და უფასო).

ახალი სქემისა და მგზავრობის ტარიფის გადახდის ინტეგრირებული სისტემის შესახებ საქმიანი დილის ეთერში თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა ილაპარაკა. მან აღნიშნა, რომ ინტეგრირებულ სისტემაში ჯერ არ შედიან ყვითელი მიკროავტობუსები.

ვიქტორ წილოსანის თქმით, მერია თბილისის მიკროავტობუსისგან გამოისყიდის 300 მიკროავტობუსს და დამატებით იყიდის 400-ს.

“შემდეგ კიდევ დავამატებთ 300 მიკროავტობუსს, რითაც სრულად ჩანაცვლდება მიკროავტობუსების პარკი” – აღნიშნა მან.

ლურჯ მიკროავტობუსებში გადახდა მხოლოდ ელექტრონულად ხდება, მძღოლები კი, ხელფასზე არიან გავლილი კილომეტრების მიხედვით.

“ყველა ის შეღავათი, რომელიც არსებობდა და რომლითაც სარგებლობდნენ მომხმარებლები მეტროსა და ავტობუსში, შესაძლებელი იქნება გამოიყენონ ლურჯ მიკროავტობუსებშიც… რა თქმა უნდა, ეს მოხდება იმის ხარჯზე, რომ ჩვენ მოსახლეობას დავუსუბსიდირებთ გადაადგილებას”,- განაცხადა წილოსანმა.

banner
წინა სტატიაშიბოკერია – ივანიშვილის რეჟიმის წევრებმა განცხადებები საქმით უნდა დაადასტურონ
შემდეგი სტატია“ახლა მთავარი მელიას გათავისუფლებაა” – დანიელსონი ენმ-სა და “ძალა ერთობაშიას” წევრებს ხვდება