რა შეემთხვა თეა ადეიშვილს-ჟურნალისტის “ფეის-პოსტი”

ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ ძალიან დაძაბულ რეჟიმში, მოსმენის და თვალთვალის ქვეშ და ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ მაქვს ვიფიქრო, რომ

adeishviliამ სტატუსს ვწერ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და არა როგორც ჟურნალისტი, თუ ბოლომდე წაიკითხავთ წინასწარ მინდა გითხრათ, რომ ყველა სიტყვაზე პასუხს ვაგებ!!!- წერს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გადაცემის P.S-ის ჟურნალისტი თეა ადეიშვილი.
დღეს ჩემს ქმარს ამერიკის საელჩოსთან ახლოს, გზაჯვარედინზე დაარტყა მანქანამ. ავარია არც ისე მძიმე იყო-ჩვენი მანქანის მხოლოდ უკანა კუთხის პლასტმასი დაზიანდა, მაგრამ ვინც დაარტყა იმათი წინა ნაწილი გვარიანად მიიჭყლიტა. მანქანიდან გადმოვიდნენ ახალგაზრდა ბიჭები, ხმაც არ ამოუღიათ, როგორც ჩანს კარგად მიხვდნენ რომ მათი ბრალი იყო და ადგილზე მისულ პარტრულს არც კი დაელაპარაკნენ, საბუთებიც კი არ აჩვენეს სანამ საჭესთან მჯდომის მამა არ მოვიდა. მამის გამოჩენამდე პატრული მშვიდად აფასებდა ავარიას, ფოტოები არ გადაუღიათ, მაგრამ თქვეს რომ სიტუაციაში უკეთ გასრკვევად აუცილებლად ვიდეო ჩანაწერებს ნახავდნენ.
…მოვიდა მამა, ჩემს ქმარს არც მოუსმინა, უბრალოდ სულ სადღაც რეკავდა… მოვიდა საპატრულოს მეორე ეკიპაჟი, რომელსაც მამა პირზეკოცნით შეხვდა. მალე აღმოჩნდა რომ ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიოტორიაზე, საკმაოდ დატვირთულ და ოთხმრივ გზაჯვარედინზე საქართველოს საგზაო და საპატრულო პოლიციას (თუ ვისაც ეკუთვნის არ ვიცი) გამორთული აქვს სათვალთვალო კამერები, რომელიც იქ რამდენიმე ბოძზეა დამონტაჟებული!!! გვითხრეს რომ ჩანაწერებს ვერ გადაამოწმებენ, რადგან არ არსებობს. შემდეგ დაასკვნეს რომ სიტუაციაში დამნაშავეა მძღოლი, რომელიც ჩართული ციმციმათი ერთი ხაზიდან გადავიდა მეორეში და დაიწყო შეხვევა ბელიაშვილის ქუჩის მიმართულებით (საგზაო ნიშნების თანახმად იქ შეხვევა ორივე ხაზიდან ნებადართულია ), რა დროსაც უკანა კუთხეში მძღოლის მხარეს დაარტყა მანქანამ მძღოლის წინა კუთხით. პატრულის განმარტებით: ” წინ მიმავალმა მძღოლმა მოახდინა არასწორი მანევრირება, რადგან მოხვევა სწორად დაიწყო, მაგრამ ვერ დაასრულა მშვიდობიანად”… ეს გაურკვეველი ლოგიკის ახსნა-განმარტება პირადად მე რამდენჯერმე გამიმეორა პატრულმა.

კითხვაზე -რა უნდა გვექნა ჩვენ უნდა დაგვერტყა ჩვენს წინ მიმავალი მაქანისთვის და მაშინ მართლები ვიქნებოდითთქო? პასუხი არ ქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ ვითხოვდით ჩანაწერებს და არ ვეთანხმებოდით დასკვნას, პატრულმა ჩვენ გვცნო დამნაშავედ და იმ შემთხვევაში თუ არ ავუნაზღაურებთ ზარალს მათ ვინც დაგვარტყა მანქანებს გადაიყვანდნენ საჯარიმოზე, დაიწყებოდა გამოძიება და როდის დასრულდებოდა არ იცოდნენ. მე და ”მამას” ცოტა უსიამოვნო საუბარიც მოგვიხდა, ხელების შლით მირჩია წერა-კითხვა მესწავლა და მსოფლიო ჩემპიონს ასე ნუ ველაპარაკებოდი, სიტუაციაში ცოტა სიცხადე გაჩნდა: -ა, მეთქი თურმე რაშია საქმეთქო, ამდროს საპატრულო ეკიპაჟის ერთერთმა წევრმა გაცხარებულ მამას უკნიდან მოქაჩა (ანიშნა გაჩერებულიყო) და სწრაფად გავიდა ჩვენგან, იქვე ყველას გასაგონად ვუთხარი -დავინახე რომ მეგობრულად გააჩერათ და პატრულმა რომ არ გირჩიოთ ალბათ რასმიზამდითქო – ხმა აღარ ამოუღიათ! ჩემმა ქმარმა შესთავაზა-გავაკეთებ მანქანას, თან გავასაჩივრებ და თუ გავმართლდი თანხა დამიბრუნეო, მამამ და პატრულმა უარი თქვეს, ასე არ შეიძლებაო…adesg

მდგომარეობა გასაგები იყო-ჩვენთვის უიმედო, მოგეხსენებათ საჯარიმოსაც თავისი ტარიფები აქვს, ჩვენი უმანქანოდ დატოვება ამ გაგანია რემონტის დროს ცალკე დიდი ხარჯი იყო, ჩემს ქმარს ჩემი გაჩერებაც და სიტუაციიდან ”მოტეხვაც” უნდოდა, მოკლედ გენამ თქვა აზრი არა აქვს, გავაკეთებ და აქვე დავასრულოთო… ამ ყველაფერში ყველაზე საინტერესო მაინც ძალიან სტრატეგიულ ტერიტორიაზე, ამერიკის საელჩოსთან გამორთული კამერებია!!! …აი ასე დაგვიჯდა 1250 ლარი ”კაი ბიჭის” (ზუსტად არ ვიცი რაღაცის ჩემპიონი და მწვრთნელი ყოფილა) შვილისგან მიღებული დარყმა …აი ასე…-წერს ჟურნალისტი თეა ადეიშვილი.

banner
წინა სტატიაში(foto)კახი კალაძის “კეტასებმა” კიდევ ერთხელ მიიპყრო ყურადღება
შემდეგი სტატიაარგენტინაში შეიარაღებულმა ბანდიტებმა მთელი ქალაქი გაძარცვეს