მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ – 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სარჩელი განიხილება.
პირველი ქალი პოლიტპატიმარი „ოცნების“ პრემიერს ცრუ და შეურაცხმყოფელი განცხადებების საჯაროდ უარყოფას სთხოვს.
როგორც ცნობილია, ჟურნალისტის დაკავების შემდეგ, “ოცნების“ გუნდის მხრიდან, მის წინააღმდეგ რეგულარულად ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს მზია ამაღლობელმა „პოლიციელს მიაკრა სტკერი“, თითქოს მზია ამაღლობელი მოქმედებდა „დაკვეთით“, რომ „უცხოელ აგენტებს უნდა დაეკნინებინათ ქართული პოლიცია“ და ასე შემდეგ.
საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით აკობიძე განიხილავს.
ცნობისთვის, 18 ნოემბერს მზია ამაღლობელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა – ნიკოლოზ მარგველაშვილმა, მარინა სირაძემ და ნანა ჯოხაძემ 2 წლით პატიმრობაში დატოვეს.
მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სანქცირებულმა მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მიუსაჯა.
















