13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

რა საკითხები განიხილეს ზელენსკიმ და ალიევმა

უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

მისი თქმით,პოლიტიკური დიალოგის გარდა, განსახილველ საკითხებს შორის ენერგეტიკაში თანამშრომბლობაც იყო.

“განვიხილეთ სავაჭრო ბრუნვაც და ის უნდა გაიზარდოს. 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტია და ვფიქრობ, კიდევ გაიზრდება, რადგან ამის ყველა შესაძლებლობა გვაქვს

რაც შეეხება სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას, ჩვენ ეს საკითხიც განვიხილეთ. მას ასევე აქვს საკმაოდ ფართო პერსპექტივები როგორც უკრაინაში, ისე აზერბაიჯანში
ჩვენ ვხედავთ სამხედრო ინდუსტრიის, თავდაცვის სამრეწველო კომპლექსის განვითარებას და შეგვიძლია განვიხილოთ ერთობლივი წარმოება. ზოგადად წარმოებაშიც გვაქვს შესანიშნავი შესაძლებლობები და დღეს ამაზეც გვქონდა ვრცელი მოლაპარაკებები“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ზელენსკისთან ბოლო 4 წელში მისი მეშვიდე შეხვედრაა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების პლატფორმებზე იმართებოდა.
banner
წინა სტატიაშიზელენსკი: თუ რუსეთი დიპლომატიისთვის მზადაა, მოლაპარაკებების გამართვა აზერბაიჯანშია შესაძლებელი
შემდეგი სტატია“სანამ რაიმე ცუდი მომხდარა მიიღეთ ზომები”- იქთიოლოგი ბათუმში ტბის ფერის შეცვლაზე