რა საცოდაობაა… ოცნებელებიც რა ყიჟინით აჰყვებიან, ,,დიდოსტატი კონსტანტინეს მარჯვენა ერქვაო”

სერიიდან:
რა საცოდაობაა…

გენერალურმა პროკურორმა თადუმაძემ დღეს განმარტა, ფსევდოინტელექტუალმა რომ მკითხა ვინ დაწერა
“ დიდოსტატის მარჯვენაო” და არ ვუპასუხეო, იმიტომო, რომ გამსახურდიამ
“ დიდოსტატი კონსტანტინეს მარჯვენა” დაწერაო.

ვიღაცამ ზეპირად უთხრა/ ურჩიე ეტყობა ასეთი პასუხი გამოსავლად, თორემ ვიკიპედიაში მაინც რომ ჩაეხედა ბ- ნ თადუმაძეს(აკი უვიკიპედიობა მოიმიზეზა თემიდაზე პასუხის გასაცემად) ნახავდა, რომ ეგ სათაური პირველი ვარიანტისა იყო.

მერე თავად ამოიღო სახელი გამსახურდიამ თავის სიცოცხლეშივე გამოცემულ რომანს “ დიდოსტატის მარჯვენა” დააწერა და მას შემდეგ ასე დამკვიდრდა.

ბ- ნი თადუმაძის ინტელექტს რომ მივყვეთ, აღარც “ მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” უნდა ვთქვათ, რადგან პირველ ვარიანტს “ სოფლელი ბიჭი” ერქვა, აღარც “ კოლხეთის ცისკარი” რადგან პირველ ვარიანტს “ ძირს სიმინდის რესპუბლიკა” ერქვა და ასე შემდეგ.

ეეჰ, რა საცოდაობაა…

და ოცნებელებიც რა ყიჟინით აჰყვებიან, “ დიდოსტატი კონსტანტინეს მარჯვენა ერქვა””-ო….?..

ჰოი, რა ყიჟინით!!! – წერს ნატო ჩხეიძე

banner
წინა სტატიაშიბატონ პროკურორს უთქვამს , ,,დიდოსტატის მარჯვენა” არ არსებობსო
შემდეგი სტატიაჩვენი გადასაწყვეტი არ არის, პრეზიდენტი უნდა დაიბარონ თუ არა გამოკითხვაზე – თალაკვაძე