რა საბრალოა ეს კობახიძე – შავი სალარო რა არის, მოყვება ოდესმე, ყველაზე მეტად ამითაა პარტიაში დაკავებული და ენა მაინც გააჩეროს – ბესელია

რა კომენტარი უნდა ვაკეთო ამ კრიმინალის ბოდვაზე? შავი სალარო რა არის -კობახიძე მოყვება ოდესმე, ყველაზე მეტად ამითაა პარტიაში დაკავებული და ენა მაინც გააჩეროს!, – ასე გამოეხმაურა პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ეკა ბესელია „ქართული ოცნებიდან“ იმის გამო წავიდა, რომ „შავი ფული“ ვერ გააკეთა.

ბესელიას თქმით, ის კრიმინალური ჯგუფის გვერდით არასოდეს იქნება.

„რა საბრალოა ეს კობახიძე, რას ბოდავს, თავისივე კომენტარები რომ ავიწყდება. გოგაშვილის ალაპარაკებამ ისე აანერვიულა, დაავიწყდა წამოსვლის შემდეგ მედიას ჩემთვის მომზადებული კაბინეტი რომ დაათვალიერებინა – სპიკერატში ვუმზადებდით კაბინეტსო, სად წავიდაო. ივანიშვილის კომენტარიც დაავიწყდა – „რატომ წავიდა ეკა ვერ გავიგეო“… ჩემი კომენტარიც – კობახიძის თავმჯდომარეობის დროს არასოდეს ვიკადრებ სპიკერატში ყოფნას და ჩვენი გზები სასამართლოს რეფორმის ჩავარდნის გამო გაიყო და 10 მოსამართლის არჩევის მოთხოვნის გამო-მეთქი.

კობახიძის ცნობილი ბოდიშის მოხდაც ახსოვს ბევრს, ვინც უყურებდა ხელით როგორ მოათრევდა ივანიშვილი და კალაძე ჩემთან ბოდიშის მოსახდელად და მოიხადა კიდეც, იმის შიშით, თანამდებობიდან არ გამაგდონო.

რა კომენტარი უნდა ვაკეთო ამ კრიმინალის ბოდვაზე? შავი სალარო რა არის -კობახიძე მოყვება ოდესმე, ყველაზე მეტად ამითაა პარტიაში დაკავებული და ენა მაინც გააჩეროს!

პ.ს წავიდოდი, აბა, კრიმინალური ჯგუფის გვერდით არასოდეს ვიქნებოდი, რომელთაც სასამართლოს ხელში ჩაგდებაც იმიტომ უნდოდათ, კორუფციაში იოლად ეპოვათ გასაქანი! გოგაშვილს თვალებში შესციცინებდა, რომ ხედავდა და გახარიასაც… ბევრი მინახავს ფსკერზე დაშვებული ლაჩარი და ესეც მათ შორისაა“, – წერს ბესელია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

banner
წინა სტატიაშიზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსმა დამპყრობლებმა კვლავ დაარღვიეს ატომური და რადიაციული უსაფრთხოების ნორმები
შემდეგი სტატიათამაზ ნადარეიშვილის გახსენება