რა საარქივო მასალები გადასცა ქართულმა მახარემ აფხაზურ ხელისუფლებას

„როგორც ცნობილი გახდა, ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების ჟენევის ფორმატის ბოლო მორიგი რაუნდის დროს, აფხაზურ მხარეს გადაეცა მნიშვნელოვანი დოკუმენტური საარქივო მასალები ნესტორ ლაკობას შესახებ. ვინც მეტ-ნაკლებად ჩახედულია აფხაზეთის პრობლემატიკის პოლიტიკურ ანატომიაში და სეპარატისტული ადმინისტრაციის მორალურ-ზნეობრივ მენტალობაში, დამეთანხმება,რომ ეს და მსგავსი,ერთი შეხედვით, კეთილი ნების ჟესტები ქართული დელეგაციის მხრიდან სოხუმში ყოველთვის აღიქმება,როგორც თბილისის უსუსურობა და სოხუმის მორიგი ,,მნიშვნელოვანი” გამარჯვება! გაკვირვებას და გაუგებრობას იწვევს საქმიანობის ასეთი არაფრისმომტანი და პრიმიტიული მეთოდებისადმი ერთგულება ქართულ დიპლომატიაში! – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თამაზ ხუბუა.
„საუბარია ნესტორ ლაკობას,როგორც გამოჩენილი პიროვნების დამადასტურებელ საქართველოს არქივში არსებული დოკუმენტების გადაცემაზე. ქართულ დელეგაციას ეს მოლაპარაკებებში ,,წინგადადგმულ” ნაბიჯად მიაჩნია ალბათ,რასაც მე, პირადად, ან პოლიტიკურ მიამიტობად,ან კიდევ ქართული ელექტორატის შეცდომაში შეყვანის მცდელობად ვრაცხ (თითქოს ამ მოლაპარაკებებზე რაღაც ,,მნიშვნელოვანი”ხდება)“ – განმარტა თამაზ ხუბუამ.

banner
წინა სტატიაშისალამი ,,ვოვას,, ლონდონიდან… ანუ იქ ნავთობმა ამოხეთქა
შემდეგი სტატიაპოროშენკო: „ჰიტლერმა სტალინთან ერთად დაიწყო მეორე მსოფიოლ ომი“