15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

რა ქონებას ფლობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი ზურაბ პატარაძე

სალომე სიმონია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი ზურაბ პატარაძის ქონების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

“1 მილიონლარიანი სახლი წავკისში
280,000-ლარიანი ბინა
152,000 ლარი საჩუქრად დედისგან
45,200 ლარი შვილების ერთი წლის სწავლის საფასური გადაიხადა
60,000 ლარი სახლის რემონტი – ასეთია აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის დეკლარაცია.
2007-2009 წლებში რუსეთში საელჩოს კონსული გახლდათ. სხვადასხვა ქვეყანაში ელჩის პოზიციას იკავებდა. 2016-2018 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეც იყო. 2 შვილი მოსკოვში გააჩინა, 1 – ბაქოში”,_ წერს სალომე სიმონია სოციალურ ქსელში.

პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ყაველაშვილმა და კობახიძემ დღეს წარადგინეს. ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს მანამდეც, 2016 წლის ივლისიდან 2018 წლის ივლისამდე იკავებდა. ამ დროისთვის ის აზერბაიჯანში საქართველოს ელჩია.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა.

banner
წინა სტატიაშილევან გოგიჩაიშვილი: მდინარაძეს ჯერ ყველაზე ბინძური საქმეები შეასრულებინეს და შემდეგ გააგდეს
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ჯაშუშობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა