რა პრიორიტეტები აქვს იუსტიციის სამინისტროს 2018 წელს?!

იუსტიციის მინისტრმა ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უწყების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და უწყების ძირითადი პრიორიტეტები გამოყო.

„ჩვენი პრიორიტეტები იყო და იქნება მომავალში ის, რაც აძლიერებს სახელმწიფოს საერთაშორისო ასპარეზზე თუ ქვეყნის შიგნით. ეს არის ახალი კანონები, განვითარება, ინსტიტუციური დემოკრატიის კანონებით მშენებლობები, ინფრასტრუქტურული, იმისთვის, რომ სახელმწიფო იყოს ხალხთან ახლოს, მათ შორის, სოფლად, და სოფლად გაიცეს სერვისები, ეს მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის; და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ინტერესების დაცვა, მათ შორის, სახელმწიფოთა შორის დავებზე სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის გამოძიება, რომ ჩვენ აგვისტოს ომის საქმეზე ვაჩვენოთ, რომ ჩატარდა ეთნიკური წმენდა და ჩვენ წინააღმდეგ ჩადენილ იქნა სხვა დანაშაულები; და, ასევე, მრავალი სხვა ის რეფორმა, რაც შეიძლება ჩაითვალოს, რომ არის მეორე პლანზე, მაგრამ სინამდვილეში მოქალაქისთვის პირველ პლანზეა – იქნება ეს ნოტარიატი, სასამართლო გადაწყვეტილებების სწრაფი აღსრულება და მრავალი სხვა, თუნდაც, ყოფილი პატიმრებისთვის გრანტების პროგრამების გაგრძელება, რათა მათ შეძლონ, ფეხზე დადგნენ ფინანსურად და საკუთარი ოჯახი არჩინონ“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშისადაც ეს იქნება დადასტურებული, უმკაცრესი ზომები იქნება გატარებული – შს მინისტრი ნარკოტიკის ჩადების ფაქტებზე
შემდეგი სტატია“შეგიძლიათ თქვათ, რომ არ გაკმაყოფილებთ ჩემი პასუხი, რა ხდება დაკითხვაა?” – შელაპარაკება ბოკერიასა და კვირიკაშვილს შორის