რა პრაქტიკას ეყრდნობოდით, როდესაც სკოლის გამოცდას საერთოდ აუქმებდით? – სერგო რატიანი ბატიაშვილს მიმართავს

„რა პრაქტიკას ეყრდნობოდით, როდესაც სკოლის გამოცდას საერთოდ აუქმებდით?“ – ამ კითხვით მიმართა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა, სერგო რატიანმა განათლების მინისტრს.

რატიანმა განათლების სამინისტრო გააკრიტიკა, რადგან მათ გამოცდები გააუქმეს და მხოლოდ ეროვნული გამოცდები დატოვეს.

დეპუტატი ამბობს, რომ უმჯობესი იქნებოდა, გამოსაშვები და ეროვნული გამოცდები შერწყმოდა ერთმანეთს, რის საფუძველზეც აბიტურიენტებიუმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარებდნენ.

„ბევრჯერ მითქვამს, რომ ამ ორის შერწყმა უნდა მოხდეს ერთი გამოცდა უნდა ყოფილიყო… 2013 წელს რა მოხდა იცით? 25-27 პროცენტი, ბოლოს, რომ გქონდათ 26 პროცენტი, როდესაც ბავშვები ვეღარ იღებდნენ ატესტატს, 2013 წელს, როდესაც არ იყო გამოცდა, ამ მომენტისთვის, საერთოდ არავინ არ ჩაჭრილა,“ – განაცხადა რატიანმა.

banner
წინა სტატიაში,,გამოცდების გაუქმება, ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს”-ემზარ კვიციანი
შემდეგი სტატიაგერმანელი ნობელის პრემიის ლაურეატი მანფრედ აიგენი გარდაიცვალა