რა პოლიტიკის გატარებას აპირებს “ნაციონალური მოძრაობა” იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ- სერგო რატიანის ბრიფინგი

news
ავტ.: news აგვისტო 16, 2016 12:19

რა პოლიტიკის გატარებას აპირებს “ნაციონალური მოძრაობა” იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ- სერგო რატიანის ბრიფინგი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელმა მდივანმა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სერგო რატიანმა იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ ენმ-ის პოლიტიკაზე ისაუბრა.
ენმ-ის პოლიტიკა იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია, ამ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მათ საკუთარ სახლებში ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნება ენმ-ს მთავარი ამოცანაა. თუმცა დაბრუნებამდე, სოციალური დაცვის ადექვატური სქემის უზრუნველყოფის მიზნით ენმ გადადგამს შემდეგ ნაბიჯებს:

– აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ლეგიტიმური ხელისუფლების სტრუქტურების რეფორმა. ნაციონალური მოძრაობა შეიმუშავებს ისეთ მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს ოკუპირებული ტერიტორიების ლეგიტიმური წარმომადგენლობითი სტრუქტურების: აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ა/ო) დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პერიოდულ და პირდაპირი გზით არჩევნებს.

-საერთაშორისო ასპარეზზე დევნილების და იძულებით გადაადგილებული პირების უფლებების დაცვა.ჩვენ გავაგრძელებთ საერთაშორისო ძალისხმევების მობილიზაციას, მათ შორის, გაეროს გენერალურ ასამბლეაში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, რათა უზრუნველყოფილი იქნეს დევნილების უფლებების დაცვა და არსებობდეს სრული საერთაშორისო კონსენსუსი მათი დაბრუნების უფლებაზე. აფხაზეთში 1992 წლიდან განხორციელებულ იქნა მშვიდობიანი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა/გენოციდი, რაც გამოიხატა უპირატესად ქართველების განადგურებასა და მშობლიური ადგილებიდან ძალადობრივ გამოდევნაში და დადასტურებულია ეუთოს ბუდაპეშტის (1994 წ.) ლისაბონის (1996 წ.), ვარშავის (1997 წ.), სტამბოლის (1999 წ.) და ვენის (2001 წ.) სამიტების გადაწყვეტილებებში. ჩვენ განვახორციელებთ ქმედით ღონისძიებებს ამ საკაცობრიო დანაშაულის ორგანიზატორთა და შემსრულებელთა წინააღმდეგ ეფექტიანი შიდა და საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედების მიმართულებით, იმ მიზნით, რომ რუსეთს დაეკისროს სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადამიანების გამოდევნაზე;

-დევნილის პოლიტიკური და სოციალური სტატუსი. დევნილთა და მათი შთამომავლების უფლება, დაუბრუნდნენ საკუთარ სახლ-კარს ხელშეუხებელია და აღიარებულია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობით და ადამიანის უფლებების ფუნდამენტური პრინციპებით. ამავდროულად, დევნილთა მიმართ რეალურად და თვისობრივად უნდა გაუმჯობესდეს ,,ოკუპირებული ტეროტირიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ განსაზღვრული სახელმწრიფოს ვალდებულებების განხორციელება. განსაკუთრებით ეს ეხება დევნილთა დასაქმებასა და განათლებას;

– დევნილთა დახმარებისა და მათი ღირსეული საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროგრამების გაგრძელება. ეს ამოცანა განხორციელდება იმ და თქმით, რომ დევნილების, როგორც საქართველოს მოქალაქეების უფლება – დაბრუნდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ისევე როგორც მათი საკუთრების უფლებები, ხელშეუხებელია. საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროგრამები იქნება მრავალფეროვანი (ახალი მშენებლობები, არსებული შენობების გარემონტება, სოფლად სახლების შეყიდვა, ბინების შესყიდვა სახელმწიფოს თანამონაწილეობით და ა.შ.), დაცული იქნება პარიტეტი კომპაქტური დასახლებების დევნილებსა და ე.წ. კერძო სექტორში განსახლებულ დევნილ ოჯახებს შორის და აღნიშნული ღონისძიებები თავიდან აგვაცილებს დევნილთა მიერ წლობით საცხოვრებლის რიგში დგომას;

-დევნილების დასაქმების ხელშეწყობა.საერთაშორისო დონორების აქტიური მონაწილეობით, დევნილთა როგორც დიდ, ისე მცირე კომპაქტურ ჩასახლებებში განვახორციელებთ მიკროპროექტებს დევნილების დასაქმებისა და შემოსავლებით უზრუნველყოფის მიზნით; ასევე მოვახდენთ დევნილების ჩართულობას პროფესიული გადამზადების პროგრამებში;

მშვიდობის პოლიტიკა და ტერიტორიული მთლიანობა

საქართველოსტერიტორიულიმთლიანობისაღდგენამისსაერთაშორისოდაღიარებულსაზღვრებშიქართულისახელმწიფოსძირითადიამოცანაა. ენმ-ს პროგრამა ეფუძნება შემდეგ ძირითადი პრონციპებს:

– ძალის არ-გამოყენება და მშვიდობიანი განვითარება. ჩვენ დავრჩებით ერთგული 2009 და 2013 წლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებისა არ გამოვიყენოთ ძალა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად;

– რუსეთის, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს სტატუსის განმტკიცება საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ რუსეთის ფედერაციას ოკუპანტ სახელმწიფოდ მივიჩნევთ. მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზაცია დამოკიდებული იქნება რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ დამოკიდებულების ცვლილებაზე;

– საოკუპაციო ხაზის საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად მხარეს უსაფრთხოების გაზრდა. ჩვენი ამოცანა იქნება, რომ არ გაგრძელდეს “მცოცავი ოკუპაცია”, არ გადმოიწიოს მავთულხლართები და არ მოხდეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფა და უსაფრთხოების და ღირსების შელახვა. შესაბამისად, ჩვენ გავზრდით უსაფრთხოების ზომებს გამყოფი ხაზის ჩვენს მიერ კონტროლირებად მხარეს – კვლავ განვათავსებთ საგუშაგოებს და აღვადგენთ პატრულირებას მთელი პერიმეტრის გასწვრივ;

– ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვა. დიდი გამოწვევაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, განსაკუთრებით კი გალის და ახალგორის რაიონების, მოსახლეობის უფლებების მუდმივი შელახვა, მათ შორის, ქართულ ენაზე განათლების უფლების მიღების ჩამორთმევა. ენმ-ს ამოცანაა ყველა ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა. ჩვენი მოსახლეობის უფლებების დასაცავად ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს;

– პრაგმატული თანამშრომლობა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან და გამყოფი ხაზების თანდათანობით გაქრობა სავაჭრო, სამედიცინო, ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო და ადამიანებს შორის ნორმალური ურთიერთობების აღდგენის გზით;

– თავისუფალი გადაადგილების მიღწევა იქნება ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის პრიორიტეტი. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი სახლების და წმინდა ადგილების მონახულების უფლება, ასევე შეეძლოთ ნათესავებთან და მეგობრებთან შეუფერხებელი ურთიერთობა.

news
ავტ.: news აგვისტო 16, 2016 12:19