23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

რა პირობებით გაუხანგრძლივა მთავრობამ შპს “ოფუცხოის” მარტვილის კანიონის მართვა

დოკუმენტის თანახმად, კომპანიას მართვის უფლებით გადაეცემა ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე არსებულ საწყლოსნო მონაკვეთზე ტურისტული მომსახურების უფლება და მასთან დაკავშირებული ქონება: ნავმისადგომი პირსი, ტურისტების მოსაცდელი შენობა და ნავების შესანახი ანგარი.

განკარგულების მიხედვით, შპს „ოფუცხოი“ ვალდებულია, ყოველწლიურად გადაიხადოს ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული ქონების 1.5%, რაც შეადგენს 2 775 ლარს.

ამას გარდა, დადგენილების ძველი რედაქციის მიხედვით, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულებით, აღნიშნული უფლებისთვის შპს „ოფუცხოი” უკვე იხდის წლიური ბრუნვის 30%-ს.

დოკუმენტში ასეევ ვკითხულობთ, რომ კომპანიამ 2028 წლის 1-ელ ივლისამდე უნდა განახორციელოს არანაკლებ 100 000 ლარის ინვესტიცია და ამის ფარგლებში, შეიძინოს დამატებითი ინვენტარი. კერძოდ: 30 ცალი ნავი; 2 ცალი სამაშველო ნავი ან კაიაკი; 180 ცალი ნიჩბები; 30 ცალი ნიჩაბი გიდისთვის; 50 ცალი საბავშვო სამაშველო ჟილეტი; 250 ცალი სამაშველო ჟილეტი უფროსებისთვის.

ცნობისთვის, სამეწარმეო რეესტრის მომაცემებით, შპს „ოფუცხოი“ რეესტრში 2016 წელსაა რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი სერგო უჩავაა.

banner
წინა სტატიაში“გამოწვევად რჩება დახურულ ოფისებსა და დაცულ ტერიტორიებზე კანონის აღსრულება”- თამბაქოს კონტროლის ალიანსი
შემდეგი სტატია“ჰუსიტებმა” საუდის არაბეთში ნავთობის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს