რა პარლამენტის თავმჯდომარე იტყვის და დაიხურება არასამთავრობო ორგანიზაციები? – გია ვოლსკი მედიასა და მესამე სექტორზე თავდასხმას აზრის გამოხატვას უწოდებს

თავდასხმა მედიაზე და თავდასხმა არასამთავრობო ორგანიზაციებზე – პარლამენტის თავმჯდომარე ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის გენერალურ დირექტორს ფაშისტს, ხოლო იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, რომლებმაც ნიკა გვარამია საკუთარი პირად სივრცეში გაკეთებული განცხადების გამო არ გააკრიტიკეს, ფაშიზმის მონაწილეებს უწოდებს.

ირაკლი კობახიძის განცხადებებს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებად თვლის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი. მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარესაც და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსაც აქვთ უფლება საკუთარი აზრი გამოხატონ.

ვოლსკი ფიქრობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ამით არ ზარალდებიან და ოპოზიცია და მესამე სექტორი თავად მანიპულირებს მმართველი გუნდის განცხადებებით.

“შეტევის რა რესურსი გააჩნია ან პარლამენტის თავმჯდომარეს ან მის მოადგილეს? რა იტყვის და დაიხურება არასამთავრობო ორგანიზაციები თუ რა? ეს შეტევის თემა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ არის მოგონილი და ესეც მავნებლური შემოტევაა, იმიტომ რომ ამით ჩვენს პოზიციას გამოვხატავთ და არ ვაპირებთ, რომ რაღაც პოზიცია თუ გვაქვს ამის შესახებ საზოგადოებას არ გავუზიაროთ, ამით არასამთავრობო ორგანიზაციებს რეიტინგი არც მოემატებათ, არც დააკლდებათ, მე ვფიქრობ რეიტინგი ისედაც არც ისე მაღალი აქვთ“-აცხადებს გია ვოლსკი.

banner
წინა სტატიაშიდაპირისპირება, ამომრჩევლის მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსი… – წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში
შემდეგი სტატიათუ სხვა სანდო კვლევებს გავითვალისწინებთ, როგორც ჩანს, მეორე კვლევა ასცდა რეალობას – გიგა ბოკერია Edison Research-ის კვლევაზე