რა მუსიკასაც შეუკვეთავს „ქართული ოცნება“, იმ მუსიკაზე ცეკვავენ ჩვენი მოსამართლეები – ანა დოლიძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი ამ წუთებში იწყება. საბჭოს წევრები დღეს ქეთევან მესხიშვილსა და ლევან მესხორაძეს მოუსმენენ. იმ შემთხვევაში, თუკი დღესაც ორ კანდიდატთან გასაუბრების პროცესი დროის თვალსაზრისით, მალე დასრულება, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, შესაძლოა, საბჭომ შეცვალოს გადაწყვეტილება და გასაუბრება ყოველდღიურ რეჟიმში სამ კანდიდატთან გააგრძელოს. ლავრენტი მაღლაკელიძესთან გასაუბრება გუშინ საბჭოში რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის თქმით, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობა, იმ დაკვეთას შეასრულებენ მოსამართლეები.

“არსებობს ვარაუდი, რომ საქართველოს პარლამენტი არ შეიკრიბება აგვისტოში. იუსტიციის საბჭო გადავიდა მუშაობის ნორმალურ რეჟიმზე და დღეში ორ კანდიდატს. ეს, თუნდაც ის ფაქტი, რომ იუსტიციის საბჭო გასაუბრების გრაფიკთან დაკავშირებითაც არ იღებს დამოუკიდებლ გადაწყვეტილებას, მიუთითებს, რომ ეს ადამიანები, რომლებიც სხედან აქ, მოსამართლეთა უმრავლესობა ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ დაკვეთას. რა მუსიკასაც შეუკვეთავს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა, „ქართული ოცნება“, იმ მუსიკაზე ცეკვავენ ჩვენი მოსამართლეები,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიშეკვეთილში ივანიშვილის სახლთან პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდ დიღომში ბინის გაქურდვის ბრალდებით 1 პირი დააკავა