რა მსგავსებაა „ოცნებასა“ და ახალგათხოვილ ქალს შორის

ის, რომ „ოცნება“ ორპირობით გამოირჩევა, ახალი არ არის და ამას წალენჯიხის საკრებულოში მიმდინარე მოვლენებიც ადასტურებს, თუმცა წალენჯიხის საკრებულოში მმართველი პარტია უფრო ახალგათხოვილი ქალივით იქცევა, აი, ქმართან დაწოლა რომ უნდა და თან პირველი ღამის ეშინია.

ერთი სიტყვით, წალენჯიხაში „ოცნება“ ქალიშვილივით მორცხვობს, ანუ ამდენი ხანს განმავლობაში კრიზისს შეგნებულად და მიზანმიმართულად ქმნიდა, ახლა კი ამბობს, რადგან ამინდს ვერ ვქმნი, წინააღმდეგი არ ვარ, საკრებულოს მუშაობა ოპოზიციის დღის წესრიგით გაგრძელდესო.

მმართველი პარტიის ეს პოზიცია წალენჯიხის საკრებულოს „ოცნების“ წევრებმა გაახმოვანეს, რომლებმაც გუშინდელ საკრებულოს სხდომას მასკარადი უწოდეს.
ამასთან, ისიც ითქვა, ოპოზიცია „პოლიტიკურ ქორწინებას“ განაგრძობს და შეთავაზება – 4+4+1, რომელიც ძალაში იყო, დაირღვაო.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ არავითარ თანამდებობას არ ვითხოვთ,“ – აცხადებენ მმართველი გუნდის წევრები.
წალენჯიხის ოცნება 4 თანამდებობას მისტირის, ამასთან, არ აზუსტებს “სარეცელზე” (4+4+1) ვინ ვისთან ქორწინდებოდა!

მოკლედ, კითხვაზე პასუხი არ არსებობს და ისე გამოდის, რომ „ოცნება“, დიახაც, იბრძოდა თანამდებობებისთვის ამ ფორმულით – 4+4+1, ანუ წაგებული არჩევნების ფონზე მაინც ეპოტინებოდა 4 ადგილს და ამის გამო მიდიოდა შეგნებულ კრიზისზე, დაუმტკიცებელ ბიუჯეტზე, შეჩერებულ განვითარებასა და პროექტებზე, ხელფასების ზრდაზე. მას მერე კი, რაც ოპოზიციამ მოახერხა “ოცნების”თამაშის წესებიდან გათავისუფლება და საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობით ფორმირება, „ოცნებას“ ისღა დარჩენოდა, სახის შენარჩუნების მიზნით უარი ეთქვა შემდგომ დესტრუქციაზე, შესაბამისად, თანამდებობებზე და დემოკრატიულად, კონსტრუქციული ოპოზიციის როლი მოერგო.

ერთი სიტყვით, „ოცნება“ წალენჯიხის საკრებულოში თანამდებობაზე უკვე დეკლარირებულად უარს ამბობს,ხელისუფლება თავისივე დაგებულ ხაფანგში გაება და ახლა იძულებულია, სლენგით რომ ვთქვათ, ერთი ადგილი ათამაშოს და ისიც აღიაროს, რომ დამარცხებას აღიარებს. იქნებ ასეც ჯობდეს მათთვის,რათა დღესდღეობით მხოლოდ დესტაბილიზატორის როლში არიან წალენჯიხელი ამომრჩევლის თვალში, იმ როლში, ვისაც საკუთარი ინტერესების გამო საერთო საქმის ვნება შეუძლია. ამას კი ამომრჩეველი ყოველთვის იმახსოვრებს!

 

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: პოლიციაში და პენიტენციურ სისტემაში ძალაუფლება აქვთ მოძალადეებს
შემდეგი სტატიაწულუკიანი: ეს ხელისუფლება შეიცვლება მხოლოდ არჩევნებით და ამ ხელისუფლებას შეცვლის მხოლოდ ამომრჩეველი