რა მოუვიდა ელონ მასკს, დარჩება თუ არა ის Tesla-ში და რა მოუვა კომპანიას

ელონ მასკს უსიამოვნებები აქვს. რამდენად სერიოზულია უსიამოვნებები, სასამართლო განხილვის შემდეგ გახდება ცნობილი, რომელიც აშშ-ს ფასიანი ქაღალდების ბირჟის (SEC) ინიციატივით დაიწყო.

მასკს ბრალი თაღლითობაში ედება -ამის შესახებ ინფორმაცია “ტვიტერში” გამოქვეყნებული განცხადების საფუძველზე გახდა ცნობილი, სადაც მან დაწერა, რომ მას Tesla-ს ბირჟიდან გაყვანა და კერძო კომპანიად გადაკეთება სურს.ამ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები მკვეთრად დაეცა.
მასკმა განაცხადა, რომ კომპანიისთვის ინვესტორები იპოვა, რომელთა მიერ კომპანიის ერთი აქცია 420 დოლარად შეფასდა – ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
SEC-ი ირწმუნება, რომ მასკი, როცა ამტკიცებდა, რომ მას დაფინანსების წყარო ყავდა, იტყუებოდა. თვითონ მასკი სასამართლო ბრალდებას დაუსაბუთებელს უწოდებს.

banner
წინა სტატიაშისამგზავრო თვითმფრინავი ყურეში ჩავარდა
შემდეგი სტატიაარავინ გადაჰყვება ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ სამარეში – ოპოზიცია რომან კაკულიას განცხადებას აფასებს