სანდრო ბრეგაძე:მე გადავდექი!!!

bregazeდიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძემ თანამდებობა დატოვა. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ დააკმაყოფილა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის სანდრო ბრეგაძის პირადი განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით:

„მე გადავდექი!!! უფრო სწორად, ყველაფერი გააკეთეს, რომ გადავდგარიყავი, რადგან კატეგორიულად მომთხოვეს ჩემს პრინციპებზე უარის თქმა!!! დიახ!!! ერთსქესიანთა ქორწინება არასოდეს დაკანონდება, ვერც ეკლესიას და პატრიარქს შეაგინებს ვინმე და ჩვენც ეროვნული სახელმწიფო გვექნება!!!” – წერს სანდრო ბრეგაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიგაზის სამხრეთ კორიდორი – აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის განვითარების ელემენტია
შემდეგი სტატიაარ გადასცე კადიევი რუსეთს!