რა მოხდა წალენჯიხაში 33 წლის წინ?!

წალენჯიხაში, 33 წლის წინ, 6 ივლისს მასშტაბური ბრძოლა გაიმართა ეროვნული გვარდიის, ზვიად გამსახურდიას მომხრე ნაწილებსა და მხედრიონს შორის.

გამსახურდიას დაახლოებით 300-მა მომხრემ მხედრიონის შენაერთი, მათ შორის ჯაბა იოსელიანი, ალყაში მოამწყვდიეს სკოლა ინტერნატში, თუმცა მხედრიონმა გაარღვია ალყა ფოთიდან, ხობიდან და ქუთაისიდან დამხმარე შენაერთების, კიტოვანს დაქვემდებარებული ეროვნული გვარდიის ნაწილებისა და შინაგანი ჯარების ხელშეწყობით.

დილის 5 საათზე დაწყებული ბრძოლა შუადღის სამ საათამდე გაგრძელდა.

1992 წლის 4 ივლისს, კბილებამდე შეიარაღებული “მხედრიონის” ბანდები შეიჭრნენ ქ. წალენჯიხაში. მათ მოაცილებდა სამხედრო ვერტმფრენები, რომლებიც გზადაგზა ბომბავდნენ წალენჯიხის რაიონის სოფლების მიმდებარე ტყეებს. მომხდურებმა წალენჯიხასი შემოსვლოსთანავე დაიწყეს მოსახლეობის ძარცვა და შეურაცხყოფა – განსაკუთრებით კი იმ “ზვიადისტთა” ოჯახებისა, რომელთა სიებიც ჰქონდათ.

6 ივლისს ქალაქ წალენჯიხაში მოხდა დიდი ტრაგედია – გაჩაღდა ძმათამკვლელი ბრძოლა ეროვნული ხელისუფლების ერთგულ გვარდიელთა და საქსახსაბჭოს მიერ მათ გასანადგურებლად გამოგზავნილ “მხედრიონელების” შორის. ეს ბრძოლა კანონიერი ხელისუფლების გვარდიელთა უკანდახევით დამთავრდა, მაგრამ “მხედრიონმა” სწორედ აქ წაიტეხა ფეხი. არაზუსტი ინფორმაციით, ბრძოლას 40-ზე მეტი “მხედრიონელი” და მათი ბანდის მხარდამჭერი ემსხვერპლა, თუმცა, ოფიციალურად ბევრად ნაკლები იყო დასახელებული.

წალენჯიხის სკოლა-ინტერნატში დაბანაკებულ “მხედრიონელებზე” შეტევისას, დაიღუპნენ კანონიერი ხელისუფლების გვარდიელები: პავლუშა გაბედავა, ვახტანგ ქანთარია, გულადი ღვინჯილია, ბიჭა შენგელია, ონისე შონია. მათ ჭეშმარიტად გმირული სულისკვეთება გამოავლინეს, უყოყმანოდ გასწირეს თავი ეროვნული ინტერესებისთვის.

შემდეგ დაიწყო სადისტური ხოცვა-ჟლეტვა როგორც ტყვედჩავარდნილ მებრძოლთა, ისე, მშვიდობიანი მოსახლეებისა. საშინელი წამებით მოჰკლეს ბრძოლის მონაწილენი: გოჩა ლომია, როინ დარსანია, ჯემალ კარტოზია, ნუგზარ ძვაბავა, – წალენჯიხელი მშვიდობიანი მცხოვრებლებლები: მურთაზ მიქავა, გურამ ფიფია, ზაურ ზარქუა, მერაბ კვარაცხელია.

საკუთარი სახლის აივანზე სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა რენო ღვინჯილია. ძარცვისას შემოაკვდათ გუგუ ძიძარია. იმავე დღეს და შემდგომში, ჯერ გაძარცვეს და მერე დაწვეს “ზვიადისტთა” ათეულობით სახლი. მოსახლეობის ტანჯვა-წამება და ძარცვა ორ კვირაზე მეტ ხანს გრძელდებოდა.

დაკითხვებისას ხელ-ფეხი დაუცხრილეს ანზორ შონიას, რეზო ჯიქიას, დანით დაუსერეს სახე გელო ზარქუას. საპატიმროში გონის დაკარგვამდე სცმეს, შეურაცხყვეს სრულიად უდანაშაულო ოთარ კალნდია, რომელმაც განთავისუფლებისთანავე თავი მოიკლა.

ორჯერ დასახვრეტად გაიყვანეს, დაუზოგავად სცემეს წალენჯიხის მაცხოვრის ტაძრის მღვდელი მამა რომანოზი.

მხედრიონი, ძარცვავდა და ხოცავდა მშვიდობიან მოსახლეობას. მიცვალებულს ჭირისუფალს არ აძლევდა და ღორებს უგდებდა საჯიჯგნად.. გავა დრო და საზოგადოება მხედრიონის თარეშს სამეგრელოში თემურლენგის შემოსევას უწოდებს.

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიგიორგი მელაშვილი: დაყოფილი, ოპოზიცია განწირულია და რეჟიმი იზეიმებს გამარჯვებას
შემდეგი სტატიაპოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 3 პირი