რა მოხდა ნავალნის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე კოლონიაში – პატიმრის სკანდალური ინფორმაცია

კონფიდენცუალური წყარო იუწყება, რომ “ნავალნი ბევრად ადრე გარდაიცვალა”, ანუ განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში, რომელსაც “პოლარულ მგელსაც” ეძახიან და სადაც პოლიტპატიმარი ალექსეი ნავალნი იმყოფებოდა, ხუთშაბათს, 15 თებერვალს, საღამოს საგანგაშო მოვლენები დაიწყო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შესაძლოა, ოპოზიციონერი უფრო ადრე გარდაცვლილიყო, ვიდრე რუსეთის ხელისუფლება იტყობინება.ამ ინფორმაცია გამოცემა Novaya Gazeta Europe იმავე კოლონიაში მყოფ პატიმრის მონაყოლზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნავალნის გარდაცვალების მოწმობაში ნათქვამია, რომ ოპოზიციონერი გარდაიცვალა პარასკევს, 16 თებერვალს, 14:17 საათზე. ამის შესახებ წარმოუდგენელი სისწრაფით ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა ფედერალურმა სასჯელაღსრულების სამსახურმა – იმავე დღეს, 14:19 საათზე.

სავარაუდოდ, პოლიტპატიმარი წინა დღეს გარდაიცვალა. პატიმარი, რომელიც სასჯელს იხდის იგივე დაესებულებაში, ირწმუნება, რომ 15 თებერვლის საღამოს, კოლონიაში “გაუგებარი ხიპიში” დაიწყო. მისი თქმით, საღამოს სავალდებულო შემოწმება „ძალიან დაჩქარდა“, რის შემდეგაც პატიმრები საკნებში გამოკეტეს მკაცრი დაცვის ქვეშ. ისიც გაისმა, რომ იმ ღამეს ზონის ტერიტორიაზე ბევრი ავტომობილი შემოვიდა.

მსჯავრდებულის თქმით, პარასკევს, 16 თებერვალს, დილით, კოლონიის თანამშრომლებმა „ტოტალური ჩხრეკა“ ჩაატარეს, სავარაუდოდ, ინსპექციის მოულოდნელი მოსვლის გამო. კოლონიის კონტროლის ზომები ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ადრე ამის შესახებ, სულ მცირე, ერთი თვით ადრე ხდებობა ცნობილი. წყარო ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალებაზე საუბარი კოლონიაში ჯერ კიდევ 16 თებერვალს, დილის 10 საათზე დაიწყეს. სასწრაფო დახმარების მანქანა მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ოპოზიციონერი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ინფორმაციით, ნავალნი, სავარაუდოდ, 16 თებერვალს გასეირნებისას ცუდად გახდა და ექიმებმა მას ვერ უშველეს. ოფიციალური ვერსიით, ექიმები გამოძახებიდან 7 წუთის შემდეგ მეზობელი ქალაქიდან კოლონიაში მივიდნენ. ეს შეუძლებელია. 7 წუთში ასეთი მანძილის დასაფარად სასწრაფოს 300 კმ/სთ სიჩქარით უნდა ევლო. ოფიციალურ ვერსიაში ასეთი მიზანმიმართული შეუსაბამობები მიუთითებს, რომ რუსეთის ხელისუფლება არ იწუხებდა თავს საკუთარი სიტყვების სანდოობაზე. ამრიგად, ისინი დემონსტრირებენ, რომ ოპოზიციონერის გარდაცვალება შემთხვევითი არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია ნავალნის გარდაცვალების შესახებ გამოცხადდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის დაწყებისას, სადაც შეკრიბილი იყო მთელი მსოფლიო ელიტა. პუტინის რეჟიმმა მათ, ალბათ, მკაფიო სიგნალი გაუგზავნა, რომ აღარაფერი აკავებს.

banner
წინა სტატიაშიზელენსკის გაშავებისა და უკრაინელების დემორალიზაციის კრემლის საიდუმლო გეგმა – რა დოკუმენტებს ასაჯაროებს The Washington Post
შემდეგი სტატიასიკორსკი ზურაბიშვილს: “შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ სააკაშვილის გათავისუფლებაში”