რა მოხდა ხობში-გიორგი ჭურღულია ხობის პოლიციის განყოფილების სამართალდამცავებმა სცემეს?

ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისის მკვიდრი, 45 წლის სოციალურდ დაუცველი თეა გოგილავა, რომელსაც 3 შვილი ყავს, მისი ვაჟის, 20 წლის გიორგი ჭურღულიას ცემაში ხობის პოლიციის განყოფილების სამართალდამცავებს ადანაშაულებს.

“გიორგი მიდიოდა თავის დასთან ხამისკურში, შემდეგ მეგობრებმა წაიყვანეს რესტორანში და იქ პოლიციელებმა აიყვანეს და პოლიციის განყოფილებაში თავის არეში სასტიკდ სცემეს. ამ ამბავს ასე არ დავტოვებ, ვითხოვ პოლიციელების დასჯას, ჩემს შვილს ჰყავს ადვოკატი დარიკო თორდია, ისინი ახლა იმყოფებიან ქუთაისში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურიოში.”- განაცხადა თეა გოგილავამ.
დედის ინფორმაციით, საქმის გამოძიებას და პოლიციელების დასჯას ითხოვს.
ამჟამად 20 წლის გიორგი ჭურღულია დაკავებულია, როგორც მისი ადვოკატი დარიკო თორდია აცხადებს, იგი იმყოფება ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში და მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

 

როგორც “თაიმერს” შსს-ში განუცხადეს, საქმეზე დაწყებულია გამოძიება 353-ე მუხლის პირველი ნაწილით,რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. რაც შეეხება პოლიციელების მხრიდან სავარაუდო გადაცდომის ფაქტს,უწყების ცნობით ეს შსს-ს პრეროგატივა არ არის. იმ შემთხვევაში თუ დაზარალებული მხარე მიმართავს სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურს,დაიწყება გამოძიება.

 

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღენიშნება დაზიანებები მუხლის, მაჯის და განსაკუთრებით თავის არეში. ჩატენეს მანქანაში. გზაშიც დაარტყა პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს და პოლიციის სამმართველოში , ასევე განახორციელეს მასზე ძალადობა. ანუ, სცემეს, ძალიან ძლიერ, ძირითადად თავის არეშია დაზიანებები მიყენებული, ასევე მხრებზე, კისრის და ფეხის არეში. მე გამომიძახეს, როგორც ადვოკატი, დავესწარი მისი ბრალდებულის სახით დაკითხვას, სადაც მან დააფიქსირა ყველა ის მომენტი, რაც კი განხორციელდა პოლიციის სამმართველოში პოლიციელების მხრიდან, რის შემდეგ მან მოითხოვა სამედიცინო დახმარება. ვინაიდან, თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, ძალიან სტკიოდა თავი და ჰქონდა ღებინების შეგრძნება. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მოვითხოვე სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება და მოვითხოვე სამედიცინო დახმარება, რაც წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსმა დაუყონებლივ შეასრულა, გამოიძახა ექიმი. ასევე, როგორც კი გამოვედი იზოლატორიდან, შევეხმიანე საქმის მწარმოებელ პროკურორს, რომელმაც მყისიერად მოახდინა რეაგირება მომხდართან დაკავშირებით და შეატყობინა გენ-ინსპექციას“ -განუცხადა ჟურნალისტებს დარიკო თორდიამ.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: ამუშავდა მთელი ინდუსტრია: სოციალური ქსელი მოიცვა ჩვენს შესახებ მომზადებულმა ყალბმა „ამბებმა“ და ვიდეოებმა
შემდეგი სტატია,,სამეგრელო” -იწვის ,,საჭყონდიდლოს” ფილტვები