რა მოხდა გურჯაანში- უჩა კანდელაკის სკანდალური პოსტი

13407401_10205966075102019_694666207_n“მთლად სამარცხვინო. “ქართული ოცნების” ამომრჩეველზე თავზე ლაფის გადასხმა. გურჯაანში რკინიგზის უფროსად დაინიშნა გიორგი შავკაციშვილი იგივე “ყვავი”. მოკლედ ეს კაცი, ამ თანამდებობაზე 2012 წლამდე მუშაობდა, არჩევნების პერიოდში, არაერთ ზეწოლას ახორციელებდა. კონკრეტულად, ცემა “ქართული ოცნების” ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრები ინგა ბერიკაშვილი და შოთიკო ჯოხაძე, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ის გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. დღეს კი ბახტაძემ ისევ აღადგინა… პლუს ეს კაცი იყო “ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ სიაში. გრცხვენოდეთ “ქართულ ოცნებაში”! თქვენს პარტიულ წევრებზე თავდამსხმელებს რომ აწინაურებთ.”-წერს უჩა კანდელაკი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

 

 

ფოტოზე აღბეჭდილია გიორგი შავკაციშვილის,იგივე “ყვავის”, მიერ ნაცემი ქართული ოცნების აქტივისტი.

banner
წინა სტატიაშიფიქრია ჩიხრაძე: “ეს იყო სერიოზული პოლიტიკური შეცდომა”
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი : უვიზო რეჟიმს ალბათ მივიღებთ მაშინ, როდესაც უვიზო რეჟიმის გაუქმების მარტივ მექანიზმს დაამტკიცებენ