10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

რა მოხდა 2007 წელს მეუფე ზენონის ეპარქიაში?- რას წერს გიორგი გამსახურდია

გიორგი გამსახურდია მეუფე ზენონის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“2007 წელს გახლდით, ქვემო ქართლის შს სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ამ ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მერე მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა) და დადგა ღონისძიებაში მონაწილე ბიჭების გადარჩენის საკითხი.

სამხარეოს უფროსს, ჩემ მეგობარს, ცხონებულ კობას, პირდაპირ უთხრა, მოვიდეს ვანო და მაგან მომიხადოს პირადად ბოდიშიო. მერაბიშვილი იყო მაშინ შს მინისტრი. მერე მოხდა კომუნიკაცია მერაბიშვილს და მას შორის და ბიჭების თემა დალაგდა. ეს ე.წ მეუფე კიდევ დარბოდა და გაიძახოდა, ხომ მოვახდევინე მაგ თქვენ ვანოს ბოდიში და ეგ კათოლიკე სატანისტი ხომ მეამბორა ხელზეო.

აი ესეთი ეგო ტანჯავს და ტანჯავდა ამ არატრადიციულ ადამიანს და ესეთი მიდგომა გააჩნდა კათოლიკეებისადმი, დღეს რომ ვითომ “ქულ” ტიპად გვევლინება”,_ წერს გამსახურდია.

banner
წინა სტატიაშიმაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატია“ფორმულა”: გურამ როგავა და ელისო ჯარიაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს