9.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 21, 2026
banner

რა მოხდა 1977 წელს და რატომ გაიყო სინოდი ორად?

“1977 წლის ნოემბერში, კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის გარდაცვალების გამო სინოდი შუაზე გაიყო, ნახევარი მომხრე იყო, ნახევარი წინააღმდეგი იყო მიტროპოლიტ ილია შიოლაშვილის მოსაყდრედ დადგინებაზე.
მომხრენი იყვნენ:
1. თეთრიწყაროს ტიტულარული მიტროპოლიტი ზინობი მაჟუგა, წინამძღვარი თბილისის ალექსანდრე ნეველის რუსული ეკლესიისა. რუსული ეკლესიის დეფაქტო აგენტი ქართულ სინოდში 1950-იანი წლებიდან. ქართული ენის არ მცოდნე რუსი უკრაინიდან. უეპარქიო და შესაბამისად უკანონო წევრი ქართული ეკლესიის სინოდისა.
2. ალავერდელი ეპისკოპოსი გრიგოლ ცერცვაძე;
3. მანგლელი ეპისკოპოსი გიორგი ღონღაძე.
წინააღმდეგნი იყვნენ:
1. ჭყონდიდელი და ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი რომანოზ პეტრიაშვილი;
2. წილკნელი მიტროპოლიტი გაიოზ კერატიშვილი, პატრიარქის ქორეპისკოპოსი და მცხეთის სემინარიის რექტორი;
3. ბოდბელი ეპისკოპოსი ილარიონ სამხარაძე.
გაყოფილ სინოდში ხმათა უმრავლესობა გადაწონა თავად მიტროპოლიტ ილია შიოლაშვილის თავის სასარგებლოდ მიცემულმა ხმამ:))
მერე ის ორი თვე ყველაფერი იღონა მოწინააღმდეგეების გასანეიტრალებლად და 23 დეკემბერს სიონში მოწვეულ საეკლესიო კრებაზე მხოლოდ თავისი მხარდამჭერები მიუშვა და ერთხმად აარჩევინა თავი. ხოლო მიტროპოლიტ რომანოზი და ეპისკოპოსი ილარიონი არ აღიარებდნენ მის გაპატრიარქებას, არც კრებაზე მივიდნენ პროტესტის გამო და არც ინტრონიზაციაზე.
სანაცვლოდ, ილია შიოლაშვილმა:
1. მიტროპოლიტი რომანოზი ახალი წლის დღეს, 1978 წლის 1 იანვარს გააგდო სინოდიდან და საეკლესიო ადმინისტრაციიდან. ანუ ჩაკოართვა ეპარქია და პენსიაზე გაუშვა ერთპიროვნული ბრძანებით;
2. ეპისკოპოსი ილარიონი 1978 წლის ზაფხულში თავის ძმას, ვიქტორ შიოლაშვილს და კუნთმაგარ მონა ბიჭებს გამოათრევინა საჯარო ბიბლიოთეკის გვერდით მდებარე წმ სამების ძველი ეკლესიის საკურთხევლიდან და ფსიქიატრიულში შეაგდო;
3. ხოლო მიტროპოლიტი გაიოზ კერატიშვილი 1978 წლის გაზაფხულზე მილიციას (რომელიც შევარდნაძის კონტროლქვეშ იყო) დააჭერინა და 15 წლით პატიმრობა მიასჯევინა ქონების სრული კონფისკაციით და მღვდელმთავრობა-ბერობიდანაც სრულიად განკვეთა და ერისკაცად გამოაცხადა (იხ. 1980. წლის სინოდური განჩინება).
ასეთი “ღვთის ნებით” იქნა იგი არჩეული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ასე უყვარდა “ყველა” :)),-წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

banner
წინა სტატიაშიპაკისტანში აცხადებენ, რომ მზად არიან აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებს უმასპინძლონ
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპის მიზანი ირანის ნავთობის ხელში ჩაგდებაა