რა მოხდა აბაშის რაიონის სოფელ მარანთან

ამ დროისთვის დაშავებულებიდან ორი ქუთაისის საავადმყოფოში, 2 – აბაშაში, 2 - ზუგდიდში, 2 - სამტრედიაში, ხოლო 14 წლის ბიჭი კი თბილისში იაშვილის სახელობის საავადმყოფოს რენიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

აბაშაში, სოფელ მარნის გადასახვევთან ავარია მოხდააბაშის რაიონის სოფელ მარანთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 8 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, 14 წლის მოზარდის კი – მძიმე.

ამ დროისთვის დაშავებულებიდან ორი ქუთაისის საავადმყოფოში, 2 – აბაშაში, 2 – ზუგდიდში, 2 – სამტრედიაში, ხოლო 14 წლის ბიჭი კი თბილისში იაშვილის სახელობის საავადმყოფოს რენიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

აბაშის რაიონის სოფელ მარანთან მიკროავტობუსი ჩაქროსნულ მატარებელს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა. დაშავებულთა ახლობლების ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა სავარაუდოდ მატარებელი ვერ შეამჩნია.

banner
წინა სტატიაშისამი ახალგაზრდა ვერტმფრენის მეშვეობით ნაპოვნია
შემდეგი სტატიაზვავში დაკარგული მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს