“რა მაგრად ალაგებთ!” –აქცია საგარეო უწყებასთან

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძისთვის 12 წლით და 6 თვით პატიმრობის მისჯის გასაპროტესტებლად აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

“აქციის მიზანი არის პროტესტი, უბრალოდ ეს პროტესტი არ არის მხოლოდ გულის მოფხანა. ეს არის საშუალება ყურადღების მოპყრობის, ერთი, რომ ხელისუფლებამ იცოდეს – მათი უმოქმედობა ურეაქციოდ არ რჩება და მუდმივად პოლიტიკური ფასი ავუწიოთ ამ საკითხს. მეორე, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, საელჩოებისთვის, რომ იცოდნენ, საქართველოში მოქალაქეები არ არიან გულგრილი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ასეთი სისასტიკის მიმართ”. – თქვა აქციაზე ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშილაშა დარსალია ზაზა გახელაძეზე: ეს არის რუსეთის პროვოკაცია და ჰიბრიდული ომის ნაწილი
შემდეგი სტატიაანა დოლიძე – სუბსიდირების მიმღები კომპანიებიდან ორი უმსხვილესი კომპანია კვლავ „ქართული ოცნების“ შემომწირველია