რა კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა საქართველომ? – კოვაქსის განმარტება

კოვაქს პლატფორმამ ტაბულას განუმარტა, თუ რატომ ვერ მიიღო საქართველომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა თებერვალში და კონკრეტულად რა კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა საქართველომ.

კოვაქსის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარში გაზიარებული წერილის თანახმად, Pfizer/BionNTech-ის ვაქცინის მიღების სავარაუდო თარიღი თებერვლის შუა რიცხვები უნდა ყოფილიყო.

ვაქცინის მიღების თარიღები ორი მიზეზის გამო გადაიწია:

პირველი, მწარმოებელმა Pfizer/BioNTech-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაქცინა არა კოვაქსის გავლით, არამედ პირდაპირი მიწოდების გზით გაეგზავნა ქვეყნებისათვის.
გეგმის ამ ცვლილებამ გამოიწვია მოლაპარაკებებისა და შეთანხმების ახალი საჭიროება იმ ქვეყნებთან, რომლებსაც მწარმოებლებთან (Pfizer/BioNTech) პირდაპირი მიწოდების ხელშეკრულება არ ჰქონდათ გაფორმებული.

მეორე, მწარმოებელმა მოითხოვა დამატებითი იურიდიული მექანიზმი კომპენსაციის ხელშეკრულების უკან გამოხმობის შესახებ.

კოვაქსმა ტაბულას განუმარტა, რომ ვაქცინის მიღების თარიღები ამ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასა და მწარმოებელს შორის მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე: გადადგომის საჭიროებას ვერ ვხედავ, პანდემიას ვმართავ, დაგეგმილი მაქვს რეფორმები
შემდეგი სტატიაივერი მელაშვილი – უკანონო დავალება არ ყოფილა, ფაქტი არ არსებობს და როგორ უნდა წარუდგინონ ბრალი ზემდგომ პირებს, მინისტრს, პრეზიდენტს, ჩემამდე არ დადის