„რა ყოფილა გურია“ – ოზურგეთში გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგია განიხილეს

ევროკავშირის მიერ გამოცხადებული კონკურსის „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ გამარჯვებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაა და გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტს აერთიანებს.

პროექტის ფარგლებში, დღეს ოზურგეთში, სამეთვალყურეო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

შეხვედრას გურის მხარისა და ოთხივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ პროექტის მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრა.

„მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ არის უპრეცედენტო პროექტი, რომელიც მიმართულია გურიის პოტენციალის გამოკვლევასა და შეფასებაზე, მოქალაქეთა მცირემასშტაბიანი აქტივობების მხარადჭერაზე, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაზე. შეიქმნა პროექტის ლოგო „რა ყოფილა გურია“, დაიგეგმა ტრენინგები და უახლოეს პერიოდში დამზადდება სიმბოლური სუვენირები. შეიქმნა PR პროდუქტები, შემუშავდა რუკა. რუკაზე დატანილია ყველა ის ადგილი, რომლებიც ტურისტებისთვის შეიძლება იყოს მიმზიდველი. ეს იყო პირველი ეტაპი, იმ დიდი სამუშაოსი, რაც უკვე დაწყებულია გურიაში ტურიზმის განვითარებისთვის“, – აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ.

სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს. განიხილეს გურიაში ტურიზმის განვითარების სამომავლო გეგმები და პერსპექტივები.

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მერაბ ჭანუყვაძემ მოისმინა ანგარიში შესრულებული სამუშაოებისა და საჭიროებების შესახებ, რომელიც პროექტში მონაწილე საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა პრეზენტაციის სახით წარადგინეს.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის ტერიტორიაზე ქართული თაფლის იმპორტი განხორციელდება
შემდეგი სტატიასინაგოგას გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, გორში ისრაელის ელჩი შაფთაი ცური ჩავიდა