რა ხდებოდა თოშხუასა და შერვაშიძის სასამართლო პროცესზე?!

მინდია როსტამაშვილი, თამარ გაბროშვილი და ანი ბორჩხაძე – ეს ის სამი გამომძიებელია, რომლებიც მინდია შარვაშიძისა და თორნიკე თოშხუას საქმეზე დღეს მოწმის სახით დაკითხეს.

ადვოკატები აღნიშნავენ, რომ გამომძიებელმა თამარ გაბროშვილმა, რომელმაც საქმეში არსებული ვიდეოები დაათვალიერა და დათვალიერების ოქმი შეადგინა, “განგებ გამოტოვა ბექა გორიციძის მიერ აქციის მონაწილეებზე ფიზიკური ძალადობის გარემოებები და არ აღწერა ის დათვალიერების ოქმში”.
„მაშინ როცა თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის მხრიდან თითქოსდა ძალადობას აღწერს გამომძიებელი, მიზანმიმართულად ტოვებს ბექა გოცირიძის მიერ მინიმუმ ორ ადამიანზე თავდასხმის ფაქტს… მოსამართლემ საკუთარი თვალით ნახა, როგორ არ დაწერა გამომძიებელმა ბექა გოცირიძის მიერ მინიმუმ ორჯერ დარტყმის ფაქტი“, – თქვა ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ.

“არანაირი მოტივაცია არ მქონია, სუბიექტურად რაც დავინახე, რაც აღვიქვი, ის აღვწერე” – თქვა გამომძიებელმა.

შეკითხვაზე, ვიდეოს სხდომაზე ხელმეორედ ნახვის შემდეგ ხომ არ აღიქვა მომხდარი განსხვავებულად, აღნიშნა, რომ:

“ახლაც ასე აღვიქვი, როგორც დათვალიერებისას… მე ვთვლი, რომ ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობა შევასრულე პირნათლად”- დასძინა გამომძიებელმა.

რას ედავებიან თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს?
ორივე დაკავებულს ბრალი ჯგუფურად ძალადობაში ედებათ და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ 31 ივლისს რუსთაველის გამზირზე ყოფილ ფეხბურთელი ბექა გოცირიძე სცემეს.

ვინ არის ბექა გოცირიძე?
დაცვის მხარის თქმით, ბექა გოცირიძე თავიდანვე პროვოკაციის მოწყობის მიზნით მივიდა აქციაზე, მას ჩართული ჰქონდა ე.წ. LIVE და პირდაპირ ეთერში, აქციის მონაწილეების აგინებდა და აყენებდა შეურაცხყოფას, რასაც მოჰყვა დაპირისპირებაც.

აქტივისტების თქმით, ის რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან სხვა დროსაც მისულა. სოციალურ ქსელში არის ვიდეო-მასალებიც, სადაც ბექა გოცირიძე აქციის მონაწილეებს სხვადასხვა დროს აგინებს.

banner
წინა სტატიაში“იმაზე მშვიდობიან ღონისძიებაში, რომელიც 4 ოქტომბერს იყო, არასდროს მიმიღია მონაწილეობა” – ლაშა ბერიძე
შემდეგი სტატია4 ოქტომბრის საქმის პროკურორის პასუხი მურთაზ ზოდელავას შეთავაზებას