რა ხდება თურქეთში?

ამირან სალუქვაძე:"უნდა მოხდეს საქართველოს მთელი ტერიტორიის, მათ შორის ყარაბაღის მიმართულებაზე, ოპერატიული დარაიონება"სანამ საზოგადოება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის მიერ პარტიის დატოვებას განიხილავდა, თურქეთის პრემიერ-მინისტრის აჰმედ დავუთოღლუს გადადგომამ რიგით “ნიუსად” ჩაიარა.

თურქეთი, როგორც ცნობილია, საპრეზიდენტო-საპარლამენტო მოწყობის ანუ ე.წ. შერეული სისტემის მქონე რესპუბლიკაა.

რეჯეპ თაიპ ერდოღანის გაპრეზიდენტების შემდეგ, ანალიტიკოსთა დიდი ნაწილი მოელოდა, რომ თურქეთში გარკვეული ცვლილებები განხორციელდებოდა საპრეზიდენტო ძალაუფლების გაძლიერების კუთხით.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად ერდოღან-დავუთოღლუს ახლო ურთიერთობებისა და ერდოღანის მუდმივი მცდელობებისა, დავუთოღლუს დაყოლიება მან ვერ შესძლო. დავუთოღლუ ნაჩქარევად მიიჩნევდა ასეთი ცვლილებების განხორციელებას.

სირიის მოვლენების და ტერორისტული ვითარების გაუარესების ფონზე ამ პროცესებმა შიდა პარტიული/სამთავრობო დაძაბულობის ხასიათი შეიძინა. როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრი გაერიდა შემდგომ გართულებას და გადადგომა არმჯობინა.

წინ მმართველი პარტიის ახალი ლიდერის არჩევა და თურქეთის პრეზიდენტის მიერ დასახული გეგმის განხორციელების პროცესები გველის.

საპრეზიდენტო შტოს გაძლიერების მცდელობას, დიდი ალბათობით, შიდა დაპირისპირებები და საპროტესტო ტალღა შეიძლება მოჰყვეს. ამ პროცესებს რუსული საინფორმაციო მანქანაც შეუწყობს ხელს.

ამირან სალუქვაძე, ბრიგადის გენერალი

banner
წინა სტატიაშიარსებული ინფორმაციით ნარკოდანაშუალისთვის ტელეწამყავი ,,როსტო” და მსახიობი ლაშა კურტანიძე დააკავეს
შემდეგი სტატია“მშენებლობისას მწვანე სახურავებისა და ტერასების გავითარებას დედაქალაქის მთავრობა წაახალისებს“