რა ხდება საქართველოში?.. ქვეყანაში, რომელიც ყოველთვის დასავლეთისკენ მიისწრაფოდა… ახლა ეს პოზიცია იცვლება – იან კელი

“რა ხდება საქართველოში? ქვეყანაში, რომელიც აშშ-ის მიმართ ყოველთვის მეგობრული იყო და დასავლეთისკენ მიისწრაფოდა… ახლა ეს პოზიცია იცვლება”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” საუბრობს.

ვფიქრობ, ეს ძალიან მძიმე დროა, ჩემთვისაც პირადად და საქართველოს ყველა მეგობრისთვის. რასაკვირველია, შეერთებული შტატების ხელისუფლებაში საქართველოს ძალიან ბევრი მეგობარია. ეს არის უპრეცედენტო თავდასხმა. ჩემთვის ეს ძალიან აღმაშფოთებელია.

პირველ რიგში, კელი დეგნანი ძალიან კარგი დიპლომატია და ის წარმოადგენს აშშ-ის პოზიციას და ის, რომ შეერთებული შტატების მთავრობა ადისტანცირებდა იმ თავდასხმებისგან, რომელიც იყო განხორციელებული დეგნანის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ მიგვითითებს იმაზე, რომ პოზიცია ძალიან უცნაურია.

რა ხდება საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც შეერთებული შტატების მიმართ ყოველთვის მეგობრული იყო. ასეთი პირადული თავდასხმებით და ძალიან ცუდი რიტორიკით აშშ-ის მიმართ… თვითონ კელი დეგნანი ყოველთვის ყურადღებით და ძალიან ფრთხილად გამოხატავდა თავის პოზიციას და რასაკვირველია, გამოხატავდა შეერთებული შტატების პოზიციას.

ამიტომ კითხვები ისმის, რა ხდება საქართველოში, რომელიც ყოველთვის მიისწრაფოდა დასავლეთისკენ, მაგრამ ყველაფერი მიგვითითებს იმაზე, რომ პოზიცია იცვლება, – ამბობს იან კელი.

banner
წინა სტატიაშისტამბოლში მუშაობა დაიწყო საკოორდინაციო ცენტრმა, რომელიც მარცვლეულის დერეფანს გაუწევს მონიტორინგს
შემდეგი სტატიაუკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე აიტვირთა პეტიცია, რომლითაც მოქალაქეები ბორის ჯონსონის უკრაინის პრემიერად დანიშვნას ითხოვენ