რა ხდება მათემატიკის ინსტიტუტში?!

კვარაცხგამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, მიუხედავად იმისა რომ ერთ-ერთი საუკეთესოა საუკეთესოებს შორის და ცოტა ხნის წინ 60 წლის გახდა, მხოლოდ რამდენჯერმე მოხვდა ყურადღების ცენტრში და ისიც იმიტომ, რომ ინსტიტუტს შენობა წაართვეს. ერთი წლის წინ ხმაური მოჰყვა ყოფილი ინსტიტუტის შენობის ჩამონგრევას, რა დროსაც მუშები დაიღუპნენ. და ამით დასრულდა თემა, თითქოს არც არაფერი ხდება ამ ერთ-ერთ ძლიერ და ძველ ინსტიტუტში.

„თაიმერი“ ესაუბრება პროფესორ ვახტანგ კვარაცხელიას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორს:

_ მოდით საუბარი დავიწყოთ „მარტივი თემით“ – რა არის გამოთვლითი მათემატიკა? რამ განაპირობა თქვენი ინსტიტუტის მსგავ­სი სამეც­ნი­ერო კერების არსებობა?

_ ბუნების შეცნობასა და გარდაქმნაში წარმატების მიღ­წე­­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია მათემატიკური მე­თო­­დების ფართო და მრავალმხრივი გამოყენების გა­რე­შე. დი­დი იტა­ლი­ელი მეცნიერი გალი­ლეო გალილეი ხაზგასმით ამბობდა, რომ “ბუნების წიგ­ნი და­წერილია მა­­თე­მატიკური ენით”. და მართლაც, მათემატიკას სულ უფრო მყარი პო­ზი­ცი­ები უჭი­რავს სა­ბუ­­ნე­ბისმეტყველო მეც­ნი­ერებებსა და ტექნიკაში და შეადგენს მათი ში­ნა­არ­სის გა­­ნუ­ყოფელ ორ­­გა­ნულ ნაწილს. გა­მოთ­ვლითი მათემატიკა მეცნიერების ერთ-ერთ უძველესი დარ­გია. ერ­თი შე­ხედვით გა­მოთ­­ვლი­­­თი მათემატიკა გამოთვლებზე ორიენტირებული მა­­თე­მა­ტიკაა. ზოგ­­ჯერ ასეთ პოზი­ცი­­ა­საც შევხვდებით – გამოთვლითი მათემატიკა გარ­კვე­ული აზ­რით არის ინ­­ფორ­მატიკა. ვფიქ­რობთ, რომ როგორც პირველი, ასევე მეორე შეხე­დუ­ლე­­ბაც სწო­რია, მაგ­რამ მხო­­ლოდ ნა­წი­­ლობ­­რივ ასახავს ჭეშმარიტებას. გამოთვლითი მა­თე­მა­­­ტიკა არის დარ­გი, რო­­მე­ლიც შეის­წავ­ლის მათემატიკური ამოცანების რიცხვით შე­დე­გამ­დე დაყ­­ვანის მე­თო­დებს და, აგ­რეთვე, გა­მოთ­­­­ვლითი საშუალე­ბე­ბის გამოყენების მეთო­დებს. მისი შექმნა გა­ნა­­პი­რობა ისე­­თი პრაქ­ტი­კუ­ლი ამო­ცა­ნე­ბის გადა­წყ­ვე­ტის აუცილებლობამ, როგორიცაა ციური სხე­­ულ­ებ­ის მოძ­რა­ობ­ებ­ის შესწავლა, რთუ­ლი ტექ­ნო­ლოგიური პროცესების მართვა, ამინდის პროგ­­ნო­ზი, ფი­ზი­კუ­რი პრო­ცესების მოდელირება და მრავალი სხვა. საზოგადოება დღეს მისულია გან­ვითარების ისეთ დონეზე, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში მი­მ­­დინარე პროცესების მარ­თვა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია გამოთვლითი მათემატიკის თანამონაწი­ლე­­­ობის გარეშე. თანაც ეს  თა­ნა­მონაწილეობა მა­ღალ პროფესიონალურ დონეზე უნდა იქნეს გა­ნ­­­ხორციელებული, რადგან უმ­ნიშ­ვნელო გა­დაც­დომამაც კი შეიძლება ტრაგიკულ შედე­გამ­დე მიგვიყვანოს. ამის თვალ­სა­ჩი­ნო მაგალითია 1991 წლის თებერვალში საუდის არაბეთში და­ტ­­რიალებული ტრაგედია, რო­ცა იქ განთავ­სე­ბულ­მა ამერიკულმა რაკეტსაწინააღმდეგო თავ­­­დაცვითმა კომპლექსმა “პეტ­რი­ოტ­მა” სარაკეტო დარ­ტყმა თავისიანების, ამერიკელების ყა­ზარ­­­მებს მიაყენა. ტრა­გე­დია ერ­თი შეხედვით უმ­ნიშ­ვნელო მიზეზმა, რიცხვის და­მ­­­რ­გვა­­ლების არა­საკმარისმა სი­ზუს­ტემ გა­მოიწვია. სახელ­დობრ, კატასტროფული შეცდო­მის და­დ­­­გომამდე თავ­დაცვითმა კომ­პ­ლექ­ს­მა “პეტრიოტმა” უწყ­ვეტად 100 საათზე მეტ ხანს იმუ­­შა­ვა. დროის ამ პე­რიოდი­სა­თვის, რი­ცხ­ვე­ბის არასათა­ნა­დო სიზუსტით დამრგვალების გა­მო, გა­მო­თ­­ვლებში დაგ­როვდა სე­რიოზული, ჯა­მური ცდო­მი­ლება, რომლის შედეგად რაკეტ­სა­წი­ნა­აღ­­­მდეგო თავ­დაც­ვითმა კომ­პლექსმა არა­სწორად გა­მოთ­ვალა შემტევი რაკეტის მოძ­რა­ობ­ის ტრა­­­ექტორია, რა­საც 28 ამე­რი­კელი ჯა­რის­კაცის სი­ცო­ცხ­ლე შეეწირა. ანალიზმა აჩ­ვე­ნა, რომ კა­­ტას­­ტროფა გა­მოთ­ვლითი მათემა­ტი­კის მეთოდების არა­სწორმა გამოყენებამ გა­მო­იწ­ვია.

_ პრაქტიკულად როგორ წყდება გამოთვლითი მათემატიკის ამოცანები?

_ ადამიანები ცხოვრობდნენ და ახლაც ცხოვრობენ მუდმივი მოძრაობის სამყაროში. ყვე­ლა­ფე­­რი, რაც ჩვენს ირგვლივაა, მოძრაობს. არის პროცესები, რომ­­ლებშიც მოძ­რაობა უზარმაზარი სიჩ­ქარით მიმდინარეობს და გრძელდება წამის მეასედ, მეა­­თასედ და ზოგჯერ მემილიონედ ნა­წილში. მაგალითად, ჰაერის წნევა რაიონში, რომელსაც ციკ­­ლონი უახ­ლოვდება, ეცემა ძა­ლი­ან სწრაფად; კოლოსალური აჩქარებით მოძრაობენ და­მუხ­ტულ ნაწილაკთა ამაჩ­ქა­რებ­ლებ­ში ელე­მენ­ტარული ნაწილაკები – ისინი წამში მარ­თ­ლაც რომ კოსმოსურ მანძილებს გადიან. მსგავ­სი დი­ნამიური პროცესების შესასწავლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა გამოთვლითი მათემატიკა, რო­მე­ლიც მეც­ნი­ერებს ეხმარება ამ პროცესების დროში ცვლი­ლე­ბის ხასიათის დადგენაში. მრა­ვა­ლი გამოჩენილი მეცნიერი სწავლობდა გამოთვლითი მათემატიკის ამოცანებს, ისი­ნი ურ­თუ­ლეს გამოთვლებს ხელით, ქაღალდზე ასრულებდნენ. რაც საკმაოდ რუტინულ და  შრო­მა­ტე­ვად საქმეს წარმოადგენს. გამოთვლითი მათემატიკის ამოცანების სირთუ­ლის გაზ­რ­დას­თან ერ­თად მნიშვნელოვნად გართულდა შესაბამისი გამოთვლები, რამაც ბუ­ნებ­რივად მოი­თხოვა გა­მოთვლების ტექნიკის სრულყოფა. XX საუკუნის მეორე ნახევარი შეიძლება ჩაითვალოს ე.წ. “სა­ინფორმაციო აფეთქების” და­სა­წყი­­სად, ტექნოლოგიურმა პროგრესმა დღის წესრიგში დაა­ყე­ნა უზარმაზარი რაოდენობის ინ­ფორ­­მაციის დამუშავების აუცილებლობა. დიდი მოცუ­ლო­ბის ინფორმაციის შეგროვებამ, შე­ნახ­­­ვამ, გამოყენებამ და გავრცელებამ მოითხოვა სპეციალუ­რი მოწყობილობის არსებობა, რომ­­­ლის როლიც კომპიუტერმა შეასრულა. კომპიუტერი უნი­ვერ­სალური ინსტრუმენტია მა­თე­მატიკური გამოთვლებისათვის. დღეს კომპიუტერი ადა­მი­ან­ის საქმიანობის პრაქ­ტი­კულად ყვე­ლა სფე­­რო­ში ფიგურირებს.

_ რა არის გრიდ-ტექნოლოგია და ღრუბ­ლო­ვანი გამოთვლები, რა ადგილი უჭირავთ მათ გამოთვლითი მათემატიკის ამო­ცა­ნე­ბის გადაწყვეტაში?

_ XX საუკუნის ბოლოს ინტერნეტის შექმნამ მნიშვნელოვანი გავ­ლე­ნა იქონია საზო­გა­დო­ება­ზე, გეო­გ­რა­ფი­ული სიშორის მიუხე­დავად არსებითად გაადვილდა ადა­მიანთა შო­რის კონ­ტაქ­ტი და მრავალფეროვანი გახდა მა­თი ურთიერთობის ფორ­მები, უფ­რო ადვილი და ხელ­მი­საწ­ვდო­მი შეიქმნა ინ­ფორ­­მა­­ციის მო­ძიება-მო­პოვება. მოგვიანებით ინ­ტერ­ნეტის გვერ­დით გაჩნდა ახა­ლი ინფორმაციული ტექ­ნო­­­ლო­გია – გრი­დი (Grid), რომელსაც შე­უძლია სუ­პერ­კომ­პი­­უ­ტ­ერად გა­ხადოს ნებისმიერი, თუნ­დაც სუს­ტი შე­საძ­ლებლობების მქო­ნე კომპიუტე­რი. თავიდან გრიდი ჩა­ფიქრებული იყო და ბოლოს რეალიზდა კიდეც როგორც გე­­ოგ­რა­ფი­ულ­ად და­შო­რებული კომ­პიუტერული რესურსების და ადამიანების ერთობლივი საქ­­მი­ანო­ბის ინ­ფორ­­მა­ცი­ული ტექ­ნოლოგია. გრიდის მიზანი გამოთვლებია, რო­მელ­­თათ­ვი­­საც ჩვე­­ნი კომ­­პი­უტე­რის რე­სურ­სები არ არის საკმარისი. გარდა ამისა, ერთ-ერთი უმნიშვნე­ლო­ვა­ნე­სი ამო­ცა­ნა, რო­მე­ლიც დღეს გრიდ-ტექ­ნო­ლო­გი­­ების წი­ნაშე დგას, წარმოადგენს ინფორ­მა­ცი­ული ხასიათ­ის ამო­­ცა­ნას: გახადოს მსოფლიოში არ­სე­­ბული უზარ­მაზარი ინფორმაცია მი­ნი­მალურ დროში შე­ფერ­­ხე­ბის გარეშე ხელმისაწვდომი. გრიდ-ტექ­ნოლოგიის განვითარებას მძლავრი ბიძგი მისცა გი­განტურმა და კა­ცობ­რი­ობის ის­ტო­­რი­აში ტექნოლოგიურად ყველაზე რთულმა სამეცნიერო პრო­­ექტმა, რომელიც CERN-ის სახელითაა ცნობილი. ბირთვული კვლევების ევროპულ ცენ­ტ­რში, ანუ CERN-ში, მრა­ვა­ლი ქართველი, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერ­სი­ტე­ტის წარმომადგენლებიც წარ­მა­­ტებით მოღვაწეობენ. CERN-ის­თვის გრიდ-ტექ­­ნოლოგია არ­სე­ბით ტექ­ნოლოგიურ რესურსს წარ­მოადგენს, რომელშიც მსოფ­ლი­­ოს მრა­ვალი ქვეყ­­ნის ასო­ბი­თი გა­მოთ­­ვლი­თი ცენტრის ათასობით კომპიუტერია გა­ერ­თი­ა­ნე­ბული. უკანასკნელ პე­რი­ოდ­ში გაჩნდა ხარისხობრივად ახა­ლი კომპიუტერული ტექნოლოგია Cloud Com­puting („ღრუბ­ლო­ვანი გამოთვლები“), რაც ვირ­ტუალურ კომპიუტერს ნიშ­­­ნავს და რომ­ლის გამო­ყე­ნე­ბის იდეა ძა­ლი­ან საინ­ტე­რესო ჩანს გრიდ-ტექნოლოგი­ებ­ში. იმისათვის, რომ შევძ­ლოთ გრიდ და ქლა­უდ-ტექნოლოგიების ეფექტური გა­მო­ყე­ნე­ბა და გან­ვი­თა­რება, აუცი­ლე­ბე­ლია საქართვე­ლო­ში არსებობდეს მძლავრი გამოთვლითი ცენ­ტრი.

_ როდის და რატომ შეიქმნა თქვენი ინსტიტუტი?

_ 2010 წლის რეორგანიზაციის შედეგად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შე­­უ­ერ­­თდა 14-მდე სა­მეც­ნი­ერო-კვლევითი ინსტიტუტი, მათ შორის ნიკო მუსხელიშვილის სა­ხე­ლო­­­­ბის გა­­­მოთ­­ვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, რომელიც 1956 წელს დაარსდა სა­­ქარ­­თვე­­ლოს მეც­ნი­ერებათა აკადემიის მაშინდელი პრეზიდენტის, გამოჩენილი ქართველი მეც­ნი­ერ­ის ნიკო მუს­ხელიშვილის ინიციატივით, რომლის სახელსაც ინს­ტი­ტუტი 1977 წლი­დან ატა­რებს. ნიკო მუს­­ხელიშვილმა სწორად განჭვრიტა გა­მოთ­ვლი­თი მა­თე­მა­ტი­კი­სა და ინ­ფორ­­მა­ტი­­კის განვი­თა­­რე­ბის პერსპექტივები და მნიშვნელობა, რო­გორც წმინ­და მეც­ნი­ერული, ასე­ვე გა­­მო­ყე­ნე­ბი­თი თვალ­საზ­რისით. გა­­მოთ­­ვლითი მათემატიკის ინსტიტუტში დაიდგა და ამოქ­­მედ­და სა­ქარ­თვე­­ლო­ში პირველი გამოთვლითი მან­ქა­ნა, დამუშავდა პირ­ველი კომ­პიუ­­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მუ­ლი პა­­კეტები. სულ მალე გამოთვლითი მა­თემატიკის ინს­ტი­ტუტმა დაი­კავა გან­­მსაზღ­ვრელი ად­­გი­­ლი სა­ქარ­თველოში ელექტრონული გა­მოთვლითი ტექ­ნი­კის ათ­ვი­სე­ბის, მი­სი გა­მოყე­ნე­ბის ტრა­­დი­ცი­ების ჩამოყალიბებისა და დამ­კვიდ­რების საქმეში. ინს­ტი­ტუტ­ში აღ­ზ­რდილ­მა სპე­­ცი­ა­ლის­­ტებმა მნიშ­ვნელოვანი წვლილი შეი­ტა­ნეს საქართველოში მა­­თე­­მა­ტი­კი­სა და ინ­ფორ­­მა­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბის საქმეში. დღეს მრავალი მათ­გა­ნი წარმატებით საქ­­მი­­ანობს რო­გორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვა­და­სხვა კუ­თხე­ში. დაარსების დღი­დან ინსტი­ტუტ­ში თეორიულთან ერთად მუშავდებოდა სხვა­და­სხვა გა­მო­ყე­ნე­­ბი­თი ხა­სი­ათ­ის ამოცანა, რო­მელთა შორისაა ენერგეტიკული სისტემების ოპ­ტი­მა­ლური ფუნ­­­ქცი­­ო­ნი­რე­ბა; მეტ­რო­პო­ლი­ტენის მიწისქვეშა ტრასის ოპტიმიზაცია; გა­მო­ყე­ნე­ბი­თი პროგრამული პა­კე­ტე­ბის შექ­მნა სამ­­შე­ნებლო გათ­­­ვლე­ბის­­თვის; სა­ექს­პერტო სისტემების და დის­ტანციური სას­წავ­­ლო პაკე­ტე­ბის შექ­მნა და სხვა.

_ რას იტყვით ინსტიტუტის პოტენციალის შესახებ?

_ ჩვენი ინსტიტუტი ახალგაზრდების მწვავე დეფიციტს განიცდის. ასეთივე მდგომარეობაა სა­ქარ­თველოს თითქმის ყველა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში. ახალგაზრდებში მეც­ნი­ერებამ მიმზიდველობა დაკარგა, რასაც ამ ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა და მათ­თან დაკავშირებულმა მრავალმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. სამწუხაროა დღევანდელი სა­ზო­გადოების ერთგვარი გულგრილი დამოკიდებულება მეცნიერების მიმართ. მოწინავე მეც­ნიერული ცოდნის დანერგვა-განვითარება ჩვენს ქვეყანაში წარმატებულ განათლების სის­ტე­მას განაპირობებს და პირიქით. “სკოლა, უნივერსიტეტი, მეცნიერება” – ეს ერთი მთლიანის გა­­ნუყოფელი შემადგენელი ნაწილებია. თითოეული მათგანი მუდმივ ყურადღებასა და მზრუნ­­ველობას მოითხოვს. განათლებასა და მეცნიერებაში დაბანდებული კაპიტალი უკუ­გე­ბას უცებ არ იძლევა. მისი უკუგება ჩვენი  შვილების განათლება და მათი (და, მაშასადამე, ქვეყ­­ნის) წარმატებული მომავალია. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ქვეყანაში რთუ­ლი ეკონომიკური ვითარების მიუხედავად, ხე­ლისუფლებამ სამეც­ნი­ე­რო-კვლევით ინსტი­ტუ­ტებს 2015 წლიდან დაფინანსება საშუალოდ სამჯერ გაუზარდა. ასე­თი მკვეთრი ზრდა უპ­რე­ცენ­დენტოა ბოლო 25 წლის გან­მავ­ლობაში. იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლების ყურადღება მო­მავალშიც არ შენელდება, დაიხვეწება საკანონმდებლო ბაზა და შესაბამისად ინს­ტიტუტი შეძ­ლებს მოი­ზი­დოს ახალგაზრდა კადრები, დაიმკვიდროს ღირსეული ად­გი­ლი ქვეყნის აღმშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცესში, რაც მისი გადარჩენის ტოლფასია. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე ინსტი­ტუტ­ში დღეს შესაძ­ლე­ბე­ლია ისეთი სამუშაოების ჩატარება, რომელთაც არსებითი მნიშ­ვნელობა აქვთ ქვეყ­ნის შემ­­­დგო­­მი ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის. ჩამოვთვალოთ ზოგიერთი მათ­­განი: ქვეყნის უსაფრთხოებასთან და ტერორიზმთან დაკავშირებული მრა­ვალ­ვა­რი­ან­ტუ­ლი სიტუ­ა­ცი­ებ­ის ანალიზი; ბუნებრივი ან ტექნიკური ხასიათის  კატასტროფის შემ­თხ­ვე­ვა­ში მოვ­­ლენათა შემ­დგო­მი შესაძლო განვითარების ანალიზი; სატრანსპორტო სისტემების ფუნ­ქცი­­ონირების რეგულირება; კლიმატის მოდელირება, ამინდისა და მიწისძვრების პროგ­ნო­ზი­რე­­ბის მათემა­ტი­კუ­რი მო­­დე­ლების აგება და შესწავლა; სამედიცინო მომსახურება (გრიდ-მე­დი­ცინა), გადაწყვეტილებათა მიღების მხარ­დამ­ჭე­რი კლინიკური სისტემა; ეკო­ნო­მი­კური პრო­­ცესების (მათ შორის, ფინანსური ბაზრის) შესწავლა მათემატი­კუ­რი მო­­დე­ლი­რე­ბის გა­მო­ყე­­ნებით და ამ პროცესების ოპტიმიზაციის პრობლემების ანა­ლი­ზი; დემო­გრა­ფიული პრობ­ლე­­მების ანალიზი მათემატიკური და კომპიუტერული მოდე­ლი­­რე­­ბის სა­შუ­ა­ლებით; ინფორ­მა­­ციული უსაფრთხოების კომპიუტერული სისტემების აგება და შესწავლა და მრავალი სხვა.

_ რა გამოწვევები დგას ინსტიტუტის წინაშე და როგორია პერსპექტივები?

_ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემა მოითხოვს მაღალ პრო­­ფესიონალიზმს და დიდი რაო­დე­­ნობის ინფორმაციის და­მუ­შა­­ვებას. მათ გადასაჭრელად აგე­­ბული და გამოკ­ვლე­უ­ლი უნდა იქ­ნას თანამედროვე მეთოდები, რომელთაგან უმთავრესია ეგ­­რეთ წოდებული პარალელური თვლის ალ­­გორითმები. ეს ალგორითმები მოითხოვს გრიდ და ქლაუდ-ტექნოლოგიების გა­მო­­­ყე­ნე­ბას, რო­მელ­­­თა სარგებლობა საშუალებას მოგვცემს ჩა­ვერ­­თოთ საერთაშორი­სო კომ­პიუ­ტე­­რულ ქსელში და გამოვიყენოთ მსოფლიოს მოწინავე კვლე­­ვით ცენტრებში შექ­მნი­ლი და აპ­­რო­­­ბი­რე­­ბული კომ­პი­უტერული ტექნოლოგიები. სა­ქარ­თვე­­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­­­ვერ­სი­ტე­ტში ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გა­დად­­გმუ­­ლია. სახელდობრ, მიმდინარე წლის ბოლომდე ტექ­ნი­კურ უნი­­­ვერ­სი­ტე­ტის გამოთ­ვლი­თი მა­თემატიკის ინსტიტუტში და­იდ­გმება და ამოქმედდება საქართველოში პირ­ველი სუ­პერ­კომ­პი­უტერი, რომელიც ჩაირ­თვე­ბა გრიდ-სისტემაში და მოემსახურება როგორც ად­გი­ლობ­რივ, ასევე საერთაშორისო დაკ­ვე­თებს. პერსპექტივებთან დაკავშირებით ტექნიკური უნი­ვერ­სი­ტეტის ხელმძღვანელობას აქვს წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბა როგორც CERN-თან, ასევე დუბ­ნის ბირთვული კვლევების გაერ­თი­ა­ნე­ბულ ინს­ტი­ტუტ­თან, რომლებმაც აღგვითქვეს მჭიდ­რო თანამშრომლობა და დახმარება კად­რე­ბის მომ­ზა­დება-გა­დამზადების მიმართ­ულ­ებ­ით.

_ მიმდინარე წლის აპრილში ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაიმართა რამდენიმედღიანი აქცია, რო­მელსაც დღეს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. რას იტყვით ამ მოვლენებთან და­კავ­ში­რე­ბით?

საქართველოს ტექ­ნი­კურ უნივერსი­ტეტ­თან აპრილში გან­ვითარებუ­ლი მოვლენების სატელე­ვი­ზიო სივრცეში ასახვამ დატოვა შთა­­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ გარ­კვე­ული ძალები დიდი მონ­დო­­მე­ბით ცდი­ლობდა სა­ზო­გადოების არა­ინფორმირებულობის გა­მო­­ყენებას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბო­­ლო წლებში განხორ­ცი­ე­ლე­ბული სა­სი­კე­თო ძვრების შესახებ. ერთ-ერთმა პარ­ლა­მენ­ტარ­მა გა­ა­კე­თა, რბი­ლად რომ ვთქვათ, საფუძველს მოკ­ლე­ბუ­ლი და უსა­მართლო დას­კ­ვნა, რომ თით­ქოს 15 წლის წინათ ტექ­­ნი­კურ უნი­­ვერ­სიტეტს უფრო მა­ღალი მიღ­­წე­ვე­ბი გა­აჩ­ნდა, ვიდ­რე დღეს. შე­უძ­ლე­ბელია მას ყური არ ჰქონ­ოდა მოკ­რუ­ლი მო­არულ ხმებ­ზე მა­შინ­დელ ტექ­­ნი­კურ უნი­ვერ­სიტეტში გა­მე­ფებულ კო­რუფ­ციაზე, ან თუნ­­დაც იმაზე, რომ ასეთმა “წარ­მა­ტე­ბულმა” უნი­ვერ­­სიტეტმა სულ რამდენიმე წე­ლიწადში აკ­­­რედიტაცია და­კარ­გა. რო­გორც ჩანს, სა­ზო­გა­დო­ებ­ამ უფრო მეტი უნდა იცოდეს, თუ რა კეთ­დე­­ბა თი­თოეულ შე­­მო­ერ­თე­ბულ ინს­ტი­ტუტ­ში, თი­­თოეულ ფაკულ­ტეტ­ზე და სა­ერ­თოდ უნი­ვერ­­­სი­ტეტ­ში, რათა მო­მავალში არავის მიე­ცეს სპე­კულაციების საშუალება.

ჩვენი ინსტიტუტი ერთ-ერთი იმათთაგა­ნია, რო­მელ­საც წინა ხელისუფლებამ შე­ნობა წაართვა და თანამშრომლები ქუჩაში გამოყარა. თვე­ების გან­მავლობაში ვაპროტესტებდით ამ ძალადო­ბას, მივმართეთ ყველა სახე­ლი­სუფ­ლე­ბო ინს­ტან­ციას, ამაოდ ვეხ­ვე­წე­ბო­დით ტელეჟურნა­ლის­ტებს მოსუ­ლიყ­ვნენ ჩვენ­­თან და გა­ეშუქებინათ შექმნილი ვითა­რე­ბა, სა­კუთარი თვალით ენახათ როგორ იდ­გნენ თვე­­ობ­ით ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს ინსტიტუტის ჭიშ­­კართან საპროტესტო აქციაზე მი­სუ­ლი მეც­ნი­ე­რ­ე­ბი. მხარდაჭერისთვის განცხადებით მივმართეთ სახალხო დამცველსაც, მაგრამ ჩვენ თხოვნაზე პასუხი დღემდე არ მიგ­ვიღია. ამ ფონზე ინსტიტუტის თანამშრომლების გაკვირვებას იწვევს ტექნიკური უნივერსიტეტის პრობლემებისადმი სახალხო დამცველის აშკარა ტენდენციური დამოკიდებულება, რაც გამოიხატა მის მიმდინარე წლის 14 ივლისის რეკომენდაციებში. დაუჯერებელია, რომ სახალხო დამცველის აპარატში არ იცოდნენ, რომ რექტორის არჩევის მართლზომიერების საკითხის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს. რა მოვიქცეთ ახლა, არ დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და ვიმოქმედოთ სახალხო დამცველის რეკომენდაციით? სასამართლო აღარაა საჭირო?

მათე

იმ ძნელ­ბედობის ჟამს ერთადერთი, ვინც მტკიცედ ამოგვიდგა მხარში, იყო ტექ­ნი­კუ­­რი უნი­­ვერ­სიტეტის ხელმძღვანელობა, რომ­ლის შუამდგომლობითა და დაუღა­ლა­ვი მცდე­ლო­ბით დღე­ვან­დელმა ხე­­ლი­სუფ­ლებამ ინს­ტი­ტუტს გამოუყო შე­ნო­ბა, ტე­­რი­ტო­რია და მნიშ­ვნე­­ლო­ვა­ნი თან­ხა სა­რე­ა­ბი­ლიტაციოდ. ინს­ტი­ტუ­­ტის თითო­ეულ­მა თა­­ნა­მ­­შრო­მელ­მა კარგად იცის, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექტორის, აკა­დე­მი­­კოს არჩილ ფრანგიშვილის ძა­­ლის­­­­ხმე­­ვის გა­რე­შე ჩვენი პრობლემა დღესაც გადაუჭრელი დარ­­ჩებოდა. უფრო მე­­ტიც, რექ­ტო­­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით ინსტიტუტმა დაიწყო თანამშრომლობა ბირ­თვული კვლევების ევროპულ ცენ­ტ­რთან, CERN-თან, გა­მო­ი­ნა­ხა საერთო შე­ხე­­ბის წერ­ტი­ლე­­ბი და შე­დე­გად მივიღეთ ის, რომ სა­­ქარ­თვე­ლოს მთავრობის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ჩვენს ინს­ტი­­ტუტში უმოკ­ლეს ვადაში და­მონ­­ტაჟ­­დება სუ­პერ­კომპიუტერი, რო­მელიც თა­ვი­­სი მახა­სი­ა­თებ­­ლებით პირველი იქნება ამიერკავკასიის რეს­პუბ­ლიკებში და თით­­ზე ჩა­მო­სათ­­ვლე­ლია ევ­რო­­პის ის უნივერსიტეტები, რომლებშიც ანა­ლო­გი­ური შე­საძლებლობის კომ­­­პი­­უ­­ტერი ფუნ­ქცი­­ონირებს. CERN-ი დაინტერესებულია მისი ამოქ­მე­დე­ბით და მიმდინარე წლის ბო­­ლოს ტექ­­ნიკურ უნივერ­სი­ტეტ­ში ვე­ლო­დებით სპე­ცი­ა­ლის­ტებს CERN-იდან, რომ­ლებ­­თა­ნაც ერ­­­თობ­ლივ ვორკშოპზე დაგეგ­მი­ლი გვაქვს მიმდინარე პრობ­­ლე­მე­ბის განხილვა და შე­­თან­­ხმე­ბა სა­მო­მავ­­ლო თანამშრომ­ლო­ბას­თან და­კავშირებით. ასევე, ინსტიტუტის მეცნიერ­თა დი­დი ნა­­წი­ლი უნი­­ვერსიტეტის ხელშეწყობით ჩაერთო სას­წავ­ლო პროცესში, ინს­ტი­ტუ­ტის ბა­ზაზე მზად­დე­ბა სამაგისტრო პროგრამა უახლესი და სა­ქარ­თველოსთვის უნიკალური და მე­ტად აქ­­ტუ­ა­ლუ­რი მიმართულებით. დიახ, ასე მოხ­და თით­­ქმის უფუნქციოდ დარ­ჩე­ნი­ლი ინ­ს­­ტი­ტუ­­ტის მკვდრე­­­თით აღდგენა და მისი ჩარ­თვა სა­ქარ­თველოსთვის სტრა­ტე­გიული მნიშ­­ვნე­­ლო­­ბის მქო­­­ნე ამოცანების გადაწყვეტაში. ამ მდგო­მა­რე­ობამდე მი­სას­ვლე­ლად ძალიან რთუ­­ლი და ძნე­­­ლი გზა გავიარეთ. ხაზგასმით გვინ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ამ იდეის ავ­ტორი, შე­მო­ქ­მედი და ორ­­­განიზატორი არის არჩილ ფრანგიშვილი. ეს იცის ყველამ, როგორც ინს­ტი­ტუ­ტის შიგ­ნით, ასე­­ვე მის გარეთაც. მაპატიეთ, შეიძლება სად­ღეგრძელოსავით გა­მო­მი­ვი­და, მაგ­რამ ამის არ­­და­­ნახვა, ჩემი აზრით, დიდი უსინდისობა და უმადურობაა. რაც შეეხება მისი არ­ჩე­ვის კა­ნო­­ნი­­­ერება-არა­კანონიერებას. ამაზე ბევრი ით­ქვა და სხვა გზა, გარდა სა­მარ­თლებ­რი­ვი გზისა, არ არ­­სებობს, თუ არ გვინდა, რომ ქვეყანა ქა­ოს­­ში ჩა­ი­­ძი­როს. ჩემი ღრმა რწმე­ნით, ამას, უპირ­ვე­ლეს ყოვლისა, სახალხო დამცველი და პარლამენტის წევრი უნდა მოგვიწოდებდეს და ამ გზას, ცხადია, უნ­და და­ად­გეს ყვე­ლა, თუ მისი მიზანი სწორედაც რომ კანონიერების დაცვაა და არა სა­კუ­თა­რი მიზნების მი­საღწევად “ლინჩის წესისა” და არე­ულ­ობ­ის დამკვიდრების ხელშეწყობა ამ ქვე­ყა­ნაში.

 

banner
წინა სტატიაშიანი მიროტაძე : პროკურატურას მოვუწოდებ უსწრაფესად დაიწყოს გამოძიება
შემდეგი სტატიათბილისის მერიაში ვაკანტურ ადგილებზე დასახელებული კანდიდატების განხილვა დაიწყო