რა ხდება ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე

რა ხდება ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე

ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე, მდინარე აკ-სუუს სადავო მონაკვეთზე ტაჯიკმა მესაზღვრეებმა ვიდეოკამერები დაამონტაჟეს, ყირგიზეთის მოსახლეობამ კი ეს გააპროტესტა. დაპირისპირება სროლაში გადაიზარდა. ყირგიზეთის მხარიდან დაახლოებით 20 ათასი მოსახლის ევაკუირება მოხდა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება წუხელ დაირღვა, რომლის შედეგადაც სხვადასხვა მოანცემებით, ოთხიდან ათამდე პირი დაიღუპა, ასობით კი – დაიჭრა. გადამწვარია ათობით სახლი – ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
ორ ქვეყანას შორის საერთო საზღვარი 980 კმ-ზეა გადაჭიმული, მათგან თითქმის ნახევარი სადავოა, სულ 70 სასაზღვრო გამშვები პუნქტია, სადაც ადგილობრივებსა და მესაზღვრეებს შორის ხშირად ხდება დაპირისპირება. კონფლიქტის მიზეზი დასალევი წყალი და საძოვრებია.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე: თუ სერიოზული გარდაქმნები გვინდა, ევროკავშირს უნდა დავუჯეროთ
შემდეგი სტატიაევროპაში სრულად პირველ 3D პრინტერით დაბეჭდილი სახლში უკვე ცხოვრობენ