რა ხდება გარეთ, ანუ რა უნდათ შარლატან რაინდ ლევან ვასაძეს და მათ უწმინდესობა მატრიარქს?

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 19, 2019 11:02

რა ხდება გარეთ, ანუ რა უნდათ შარლატან რაინდ ლევან ვასაძეს და მათ უწმინდესობა მატრიარქს?

„გამონაკლისის გარდა, საბჭოთა კავშირის დროს, არავის შეეძლო ეპისკოპოსად გახდომა, КГБ-ს თანხმობის გარეშე. იმის თქმა, რომ მე არ ვიყავი მათთან კავშირში, არ იქნება სწორი. მეც ვიყავი კავშირში, ისევე როგორც ყველა… საბჭოთა ტოტალიტარულ სახელმწიფოში ყველაფერს აკონტროლებდნენ. მეც უნდა შემეთანხმებინა ჩემი საქმიანობა სახელმწიფოსთან“, _ ფილატერი, კიევის ყოფილი მიტროპოლიტი.

მოკლედ, ასე, შესავლის გარეშე დავსვამ ამ კითხვას, _ რა უნდათ ლევან ვასაძესა და მატრიარქს? მატრიარქი მიხვდით, ალბათ, ვინც არის _ ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი. რა უნდა ამ ორ, სამშობლოს დაზიანების სურვილ-წყურვილით „გულანთებულ“ პერსონას? ახლა იდიოტები ნუ დამიწყებენ პაექრობას, თუ რა შუაშია შორენა და რომ ეკლესიას მისი უწმინდესობა და წმინდა სინოდი მართავს. ეკლესიას მისი უწმინდესობა კი არა, მათი უწმინდესობა _ დიახ, მათი _ იდიოტების, რეგვენების, ცრუდ და ბრმად მორწმუნეების, მხდალების, მშიშრების, ხარბების, ჩათლახების, გოთვერნების, გარეწრების, ფარისევლების, შურიანების, ახვრების, ტარტაროზების, არაკაცებისა და არაქალების, სამშობლოს მტრებისა და მოღალატეების, სულით ბოზების წინამძღოლი _ ვინც ასეთები არიან იმათი, ანუ მათი უწმინდესობა შორენა მართავს.
მისი უწმინდესობა? მისმა უწმინდესობამ თავისი პატრიარქობის სხვადასხვა პერიოდში მართალია, უამრავი კეთილი საქმე გააკეთა საქართველოსთვის, ეკლესიისთვის, მაგრამ უმნიშვნელოვანეს დროს, ყველაზე გადამწყვეტ მომენტში საქართველოს ისტორიისა, როდესაც ქართველმა ერმა მას რეალურად აპატია მისი წარსული _ თანამშრომლობა რუსეთის სპეცსამსახურებთან და თვალი დაუხუჭა ყველაფერ ცუდზე _ ვერ განეშორა ეშმაკს, ვერ განაგდო სატანა და დედაეკლესია, ისევ და ისევ, რუსეთის გავლენის ქვეშ დატოვა; რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის, რეალურად კი კრემლისა და მისი სპეცსამსახურების მსახურება განაგრძო. ახლაც, როდესაც ყველა მზად არის, მას კვლავ დაუხუჭოს თვალი ყველაფერზე, იგი კვლავ რჩება რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის მსახურად და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას რუსული ეკლესიის გავლენის წიაღში ტოვებს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ვერ და არ უზრუნველყო კათარზისი ეკლესიის წიაღში და თვითგანწმენდის, თვითგანახლების, თვითგადარჩენის ისტორიული ინსტინქტიც ხელოვნურად ჩაუკლა და საქართველოს ეკლესია რუსულ ორბიტაზე დატოვა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უარყო კირიონ მეორისა და ამბროსი ხელაიას მისწრაფებები და საკუთარ საწმყოს, საკუთარ მრევლს, საკუთარ(!) ღვთისმსახურებს კატეგორიულად აუკრძალა გრიგოლ ხანძთელის ხსენება, რათა არ გაჩენილიყო კითხვა: თუ საქართველოს ეკლესიის სავალი გზა ლამის 1200 წლის წინათ განისაზღვრა და ამ გზას მიუყვებოდა არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, არამედ ერი, ქართული სახელმწიფო, მაშინ ახლა რატომ არ ვუბრუნდებით ამ გზასო?
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უამრავი გაცემული ინდულგენციით, სიტყვით, ოქრო-ვერცხლით, გავლენით, პატივით იყიდა არაერთი ისტორიკოსი, ენათმეცნიერი, ლიტერატორი, მკვლევარი, რომ მათ არასოდეს დაესვათ იგივე კითხვა, მეტიც, სწორედ მისი მითითებით _ ლოცვა-კურთხევით შეიკვეცა სამეცნიერო ნაშრომებში გიორგი მერჩულის ცნობილი სიტყვები: „ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების, ხოლო კჳრიელეჲსონი ბერძნულად ითქუმის, რომელ არს ქართულად: „უფალო წყალობა-ყავ“, გინა თუ: „უფალო, შეგჳწყალენ“. ნახეთ უამრავ საძიებო სისტემაში ეს ფრაზა, სხვადასხვა სწავლულის მიერ როგორ არის წარმოდგენილი _ უმეტესობას აკლია: ხოლო კჳრიელეჲსონი ბერძნულად ითქუმის, რომელ არს ქართულად: „უფალო წყალობა-ყავ“, გინა თუ: „უფალო, შეგჳწყალენ“. და თქვენ ფიქრობთ, რომ ეს შემთხვევით მოხდა და ხდება? არა, იმისთვის, რომ საქართველოს ეკლესია სრულად დაშორებოდა კონსტანტინოპოლს და დარჩენილიყო თავის „ბუნებრივ“, კომფორტულ მდგომარეობაში _ რუსეთთან!
ამ პროცესში მის უწმინდესობას სჭირდებოდა მოკავშირე _ ცენტრი, რომელიც შეძლებდა შავი სამუშაოს შესრულებას და მისი ძებნა არც კი დასჭირვებია _ შორენა თეთრუაშვილი. მაგრამ შორენასაც ხომ სჭირდებოდა კონკრეტული პირები, რომლებიც დავალებებს შეასრულებდნენ, მით უფრო, რომ მას მის უწმინდესობაზე უფრო წმინდა და უფრო გავლენიანი პატრონი ჰყავდა და ჰყავს ГРУ-ს სახით. არც ამ „კონკრეტული პირების“ მოძიება გამხდარა ძნელი, მეტიც _ მოხალისეების რაოდენობა საკმაოდ მრავალრიცხოვანი აღმოჩნდა. გადახედეთ ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიას და თქვენი მხრიდანაც არ გაგიჭირდებათ მიმატება. შესაბამისად, ისინი ბევრად მეტნი არიან, ვიდრე უცებ შეიძლება გავიაზროთ.
აი, ამ პირობებში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საჯაროდ, სადემონსტრაციოდ ხელი მიჰყო კეთილი საქმეების კეთებას, საკუთარი წმინდა სახელის ძერწვას, „მუსორის“ გატანა-შემოტანის საკითხები კი შორენას პრეროგატივა გახდა. დროთა განმავლობაში შორენამ ღვთისმსახურების შერჩევა და კურთხევა დაიწყო, უფრო შემდგომ კი პატრიარქის კურთხევის გადაკურთხევა და საპატრიარქოსა და ზოგადად ეკლესიის წიაღში კარგა ხანია, სვამენ კითხვას: შორენას ნაკურთხია თუ მოხუცის? მოხუცი ვინც არის, ვგონებ, ამის განმარტება საჭირო არ არის.
შესაბამისად, ახლა კი არა, უკვე კარგა ხანია, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასაც, საპატრიარქოსაც, ისევ და ისევ, ზემოთ ჩამოთვლილთა ჰონორით და მხარდაჭერით „მათი უწმინდესობა“ მატრიარქი მართავს. მატრიარქი, რომელიც წლების განმავლობაში ასრულებდა რუსეთის ყველაზე საშინელი და საზარელი სპეცსამსახურის _ ГРУ-ს დავალებებს და ახლა მას ბოლო დავალება აქვს შესასრულებელი _ საპატრიარქო ტახტზე ასევე რუსეთის სპეცსამსახურების ხელდასხმული მოსაყდრის _ შიოს (ძნელად ვახერხებ ამ პერსონის სახელის წინ დავწერო „მეუფე“) აყვანა და საერო მიმართულებით არსებული ხელისუფლების დემონტაჟი და სახელმწიფოს სათავეში რუსეთის კაცუნას _ ლევან ვასაძის გამწესება. სულ ესაა ბოლო დავალება, სხვა რაც გარეთ ჩანს, ამ დავალებისკენ მიმავალი გზა გახლავთ, ტაქტიკური სვლები _ თუნდაც ჯვაროსნული ომი სექსუმცირესობის წინააღმდეგ.

***
ცოტა რამ გახსენებისთვის: ამ თემას სხვა პუბლიკაციებშიც შევხებივარ, მაგრამ ახლა საერთოდ სხვა კუთხით მინდა, წარმოვაჩინო. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გზაგასაყართან აღმოჩნდა. ან მხარში უნდა დასდგომოდა ხელისუფლებას, უფრო სწორად, საქართველოს, რომელსაც უამრავი პრობლემა ჰქონდა, ან მისი პარტნიორი უნდა გამხდარიყო, კატეგორიულად გამიჯვნოდა „მესამე რომს“ და დაბრუნებულიყო მისი ბუნებრივი განვითარების გზაზე, რომელიც ათას წელზე მეტი ხნის წინ განისაზღვრა და რომლის შენარჩუნებასაც უამრავი თაობა შეეწირა.
მოდით, სწორად შევხედოთ საკითხს, ჩვენ ხშირად გვიყვარს თქმა, რომ საქართველო არის ქვეყანა, მაგრამ ვერ ვათვითცნობიერებთ, რომ ქვეყანა არ არის ღირებულებითი მოცემულობა, ის უფრო გეოგრაფიული ერთეულია. ჩვენ ვერ ვიაზრებთ, რომ ქვეყანა სხვა რამეა და სახელმწიფო _ სხვა რამე.
საუბედუროდ, ამის გააზრების უნარი დაკარგა, პირველ რიგში, ეკლესიამ, არც მეტი არ ნაკლები, იმ 70 წლის განმავლობაში, როდესაც ქვეყანა საქართველო კვლავაც არსებობდა, მაგრამ არ არსებობდა საქართველოს სახელმწიფო. ისე, ქვეყანა საქართველომ ლამის დედამიწის მეოთხედის დამპყრობი თემურ ლენგი მოინელა, მოინელა ჯალალედინი, მურვან ყრუ, მოინელა ათასი მომხვდური და ის დარჩა და გვაქვს ისეთი, როგორც გვაქვს დღეს _ იდეის გარეშე. იდეა კი პირველ რიგში სახელმწიფოა _ დამოუკიდებელი და თავისუფალი. თორემ ქვეყანაში ვიღაც, შესაძლოა, დამოუკიდებლობაზე სულაც არ ფიქრობდეს და მიაჩნდეს, რომ თავისუფალია, როგორც ეს საბჭოთა პერიოდში ხდებოდა _ როცა „ყვაოდა“ ქართული კულტურა და ყვაოდა ქართული ინტელიგენციის მარაზმი“.
იყო მეორე გზაც _ კონფორმიზმი და რუსეთის მსახურება. სამწუხაროდ, საქართველოს ეკლესიამ ეს გზა აირჩია. ეკლესიამ არ ისურვა წასულიყო თვითგანწმენდის რთული და ეკლიანი ბილიკებით, არ ისურვა გამხდარიყო სახელმწიფოს პარტნიორი. და ის რეალურად დაუპირისპირდა პირველ ეროვნულ ხელისუფლებას. დაუპირისპირდა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში აღმოჩნდა. დიახ, ეკლესიამ და მისმა საჭეთმპყრობელმა გასცეს უამრავი ინდულგენცია საქართველოს პირველი ეროვნული ხელისუფლების დამამხობლებზე და სწორედ ეკლესიამ მოახდინა „ხუნტის“ ლეგიტიმაცია. ისე, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიერ სქართველოს დატოვების დღეს საპატრიარქოში სწორედ ამ ფაქტისადმი მიძღვნილი ბანკეტის თამადა თუ ახსოვთ შორენას ან პატრიარქს? თუმცა თამადამ ხომ იცის და მას ხომ ახსოვს მის მიერ დიდი პათეთიკით წარმოთქმული სადღეგრძელოები? არა, არ იფიქროთ, რომ ვინმე საერო პირზე ვსაუბრობდე, საერო პირები იყვნენ სუფრასთან, მაგრამ პრეზიდენტ გამსახურდიასა და ბუნკერში მყოფთა გაქცევას, გოგა ხაინდრავას მიერ მეტეხის ხიდზე მოწყობილ სასაკლაოს, დიდებასა და ხოტბას ერთი ცნობილი ეპისკოპოსი ასხამდა. რატომ არ ვწერ ვინაობას? ორი რამ მაინტერესებს: ამ თავსლაფდასასხმელი საქციელის გამო ვის ჩააბარა აღსარება და მოინანია კი და მეორე _ ეყოფა ვაჟკაცობა, შინაგანი სიმამაცე და თუნდაც სინანულის ნატამალი გააჩნია, რომ თავად გამოვიდეს და საჯაროდ მოყვეს ეს ყველაფერი? ისე, ამის მონანიება, აღიარება და სინანული როცა არ შეუძლიათ და ვერ ახერხებენ, ის „ადამიანები“ იმის თქმას გაბედავდნენ, რომ ჩვენ რუსეთის სპეცსამსახურების „დავერბოვკებულები“ _ ხელდასხმულები ვიყავით და ვართო?
გაგახსენოთ, მერე რა მოხდა? საერო და სასულიერო ხელისუფლებამ კონფორმისტების ტაშის გრიალაში, ფარისეველთა გალობის ფონზე ნათელ-მირონობის საჯარო კონტრაქტი გააფორმეს _ ილია მეორემ ედუარდ შევარდნაძე მონათლა. და დაიწყო – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარყვნა ფულით, სიმდიდრით, პრივილეგიებით და მისი „გამდიდრება“ მეტწილად გაუნათლებელი კადრებით… მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ნათლია _ ნათლულის მიერ ზურგს უკან გაფორმებული სიტყვიერი კონტრაქტი აღმოჩნდა: ამ ქვეყანაში (სახელმწიფოში არა) პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფების, ბიზნესმენებისა თუ ბიზნესჯგუფების, კონკრეტული პერსონების წარმატებისთვის აუცილებელია „ორი ხელმოწერა“, ორი თანხმობა, ორი ლობისტი _ ნათლია და ნათლული, ეკლესია და საერო ხელისუფლება, უფრო კონკრეტულად კი პატრიარქი ან მისი ნდობით აღჭურვილი მატრიარქი ერთ მხარეს და ქვეყნის მმართველი ან მისი ნდობით აღჭურვილი პერსონა მეორე მხარეს. ისიც კი შეთანხმდა, რომ ცალკეულ პირებს შესაძლოა, ჰქონოდათ ცალკე ვინმეს მხარდაჭერა, მაგრამ მეორეს არ გაეცა წყალობა. ასეთ დროს მხარდამჭერი იძულებული და ვალდებული იყო, პროტეჟე მუდმივად ჰყოლოდა საკუთარი ზედამხედველობის ქვეშ, კონტროლიდან რომ არ გასულიყო და პერიოდულად და დოზირებულად მოფერებოდა მას. სულ ეს იყო და არის ამ ქვეყნის მართვის ფილოსოფია.
თუმცა საერო ხელისუფლებამ ანუ ნათლულებმა ვერასოდეს გათვალეს, თუ რა მუხთლობა შეუძლია ნათლიას. ასე უმუხთლა თავის ნათლულს პატრიარქმა 2003 წელს. ნათლული არ იყო, მაგრამ რაც სააკაშვილმა ეკლესია აფეტიშა და ოქრო-ვერცხლში აბანავა, ვერც ერთი ნათლული ვერ გააკეთებდა, თან იმ პირობებში, როდესაც მშენებარე სახელმწიფოს უამრავი გამოწვევა ჰქონდა. მაგრამ მასაც უმუხთლეს 2012-ში. რაც შეეხება ბატონ ივანიშვილს, არც მას დაუკლია რამე ეკლესიისთვის, მაგრამ მის ხელისუფლებას ყველაზე მეტად აშანტაჟებდა და აშანტაჟებს საპატრიარქო, პატრიარქ-მატრიარქი. მიზანი? ფული, ოქრო-ვერცხლის უკიდეგანო სიყვარული. რაც ყველაზე მთავარია _ სწორედ ახლა საპატრიარქო ყველაზე მეტად აქტიურობს ნებისმიერ საკითხზე, რადგანაც იცის, რომ მას პოლიტიკური მხარდამჭერიც ჰყავს ოპოზიციური პარტიების სახით. იმ ოპოზიციური პარტიის, განსაკუთრებით ორ გროშად რომ გაყიდა 2012 წელს. დასტური გინდათ? „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო ყრილობაზე გაკეთებული განცხადებები გადაიკითხეთ. ეს მოძრაობა, ანუ მისი წარმომადგენლები, ერთი მხრივ, ეკლესიას რუსეთის გავლენის სფეროდ ასახელებენ და მეორე წამს მას კლავ მომავალ პრივილეგიებს ჰპირდებიან, მხოლოდ იმიტომ, რომ არსებული ხელისუფლების დამხობაში პარტნიორი ჰყავდეთ და ინდულგენცია მიიღონ. ამას რა სახელს დაარქმევთ, თქვენი გადასაწყვეტია.

***
ჰო, მართლა _ ლევან ვასაძეს რა უნდა? კი არის ღირსი, ზუსტად დავწერო ის სიტყვა, რაც ეკუთვნის, მაგრამ მე ზრდილი ვარ, ამიტომ თქვენთვის მომინდია უშურველი ეპითეტები.
პოლიტიკურ კონტექსტში კი მას უნდა იყოს ნათლული, რადგან დარწმუნებულია, რომ ნათლია მისი გარანტიით ხელდასხმული პატრიარქი გახდება. ჰო, შიოზე ვამბობ, ქურდზე _ ვინც არ იცით, რატომ არის ქურდი, მაგას მაშინ მოგახსენებთ, კაპიკ-კაპიკ და აბზაც-აბზაც დათვლილად, პატრიარქის ტახტზე ოფიციალურად რომ განაცხადებს პრეტენზიას. მანამ იყოს ასე კაცის კაცის კაცუნად.

***
და კიდევ ერთი თემა ორ კონტექსტში _ ის მღელვარება, რაც ბოლო დღეებია, ქუჩაში გადმოვიდა. უმცირესობის ყველაზე გულაღტყინებულმა წარმომადგენელმა, რომელიც მართლაც განიცდის დისკრიმინაციას და მართლაც იბრძვის საკუთარი უფლებებისთვის, იცხოვროს მშვიდად, ერთი ლეგიტიმური კითხვა უნდა დასვას: _ ხომ არ მიყენებენ? ცუდი არ იქნება, ინფორმაციის დონეზე იცოდეს ისიც, რომ ბოლო წლებია, აშშ-ს არც ერთი ფონდის ლგბტქ აქტივობები არ დაუფინანსებია არსად, მაგრამ ამ აქტივობებს ფული არ მოჰკლებია. როგორ? ვინ ჩაანაცვლა დონორი? მარტივად გეტყვით _ რუსეთმა. და მაშინ რა ხდება? ვინც ტაბურეტებით დარბის ქუჩაში მათ წინააღმდეგ და რუსეთზე არიან პირდაპირ მიერთებულნი და ეს ხომ ყველაზე ცხადია მატრიარქისა და ვასაძის მაგალითებზე, მათი ფინანსური მხარდამჭერიც რუსეთი როგორ არის? როდესაც გონიერი ადამიანი ამ მარტივ სქემას გაიაზრებს, ყოველგვარი „მაგრამის“ გარეშე პასუხიც გაცემული იქნება კითხვაზე, _ მართლა სოციალური პროტესტია ის, რაც გარეთ ხდება თუ მიზანმიმართული პროვოკაცია სახელმწიფოს წინააღმდეგ და ვის სჭირდება ეს ყველაფერი?
მესმის იდეოლოგია, პროპაგანდა, მესმის ბევრი რამ, მაგრამ არ მესმის უგუნურება.
და მოდით, მაინც ასე შევხედოთ საკითხს, ვის ებრძვის ქუჩაში გამოსული ღვთისმსახური და საერო პირი? აქ ჩემი მხრიდან ზედმეტ ინტერპრეტირებას მოვერიდები _ საკუთარი აზრის თქვენთვის თავზე მოხვევას და ორი პერსონის ნააზრევს წარმოგიდგენთ. ვფიქრობ, საერო და სასულიერო კონტექსტშიც საკმარისი უნდა იყოს სწორი დასკვნების გასაკეთებლად.

ცოტნე გამსახურდია: „გენდერის თეორიის თანახმად, სექსუალური იდენტობა ოთხი ელემენტისგან შედგება:
ა) ბიოლოგიური სქესი: გენეტიკური სქესი, რომლითაც შენ დაიბადე;
ბ) გენდერული იდენტობა: ქალის, მამაკაცის ან განუსაზღვრელი ბუნების სუბიექტური აღქმა, (ა _ გენდერი; მესამე გენდერი და ა.შ.)
გ) სექსუალური ორიენტაცია (ლტოლვა);
დ) გენდერული როლი: ქცევა სოციალურ სფეროში.
„ჩვეულებრივი“ ადამიანის შემთხვევაში ეს ოთხი ელემენტი ერთადაა მოთავსებული: მაგალითად – პიროვნება გენეტიკურად არის მამაკაცი, თავს აღიქვამს მამაკაცად, იზიდავს ქალები და იქცევა, როგორც მამაკაცი.
მაგრამ გენდერის თეორია აცალკევებს ამ ელემენტებს ერთმანეთისგან. გენდერულ იდენტობას ანიჭებს უპირატესობას ბიოლოგიურ სქესზე. მაგალითად, პიროვნება შეიძლება იყოს ბიოლოგიურად მამრობითი სქესის და მიუხედავად ამისა იყოს „ქალიც“ და მიეკუთვნებოდეს ერთს (ან რამდენიმეს) მრავალი გენდერიდან L,G,B,თ,Q,I და ა. შ.
და რადგან ადამიანურ სამყაროში არა მხოლოდ ბიოქიმია განსაზღვრავს მენტალობას, არამედ მენტალობაც განსაზღვრავს ბიოქიმიას, ჩვენ ვხდებით ის, რასაც ვფიქრობთ და რაც გვინდა. ზოგს უნდა და ხდება სპორტსმენი, ზოგს _ ფიზიკოსი, მწერალი, მუსიკოსი, პ-რასტი და ასე შემდეგ. ან ეს ყველაფერი ერთად (ამონარიდი ფეისბუქ პოსტიდან)“.

გიორგი ტიგინაშვილი: „ქრისტიანული თეოლოგიისა (ზნეობრივი ღვთისმეტყველება) და ანთროპოლოგიის მიხედვით ადამიანის სექსუალურობა მხოლოდ ორი სახით შეიძლება განხორციელდეს – ესაა ქორწინება და ქალწულობა. ორივე მათგანი ეკლესიის მიერ მაცხოვნებლადაა მიჩნეული. სქესობრივი ცხოვრების ნებისმიერი სხვა ფორმა ცოდვაა. ჰომოსექსუალიზმი იმგვარი ცოდვაა, ანუ დაცემული ადამიანური ბუნების იმგვარი გამოვლინებაა, როდესაც შემოქმედის მიერ ჩაფიქრებულ მოვლენათა მსვლელობა კარგავს საწყის მიზან-მიმართულებას და თვითნებურად, მის საპირისპირო მიმართულებით ვითარდება, რამეთუ იგი ადამიანის მიერ საკუთარი სქესობრივი როლის ორგანულობის დაკარგვაა, მისი დამახინჯებაა. ჰომოსექსუალიზმი, თუ ის პრაქტიკაში არ ნახულობს რეალიზაციას, ცოდვა კი არ არის, არამედ დადგენილი ნორმიდან ცოდვიანი, ურჩი გადახრაა.
ცნობილი ღვთისმეტყველი, დეკანოზი ვლადიმერ შმალი, აღნიშნავს: „ჰომოსექსუალური ორიენტაციის ადამიანი თავისუფლად შეიძლება კარგი ქრისტიანი იყოს. მეტიც, ვიღაცისთვის ჰომოსექსუალიზმი შეიძლება ერთგვარი გამოცდა და ჯვარია, ისეთივე როგორიც რაიმე სხვა დაავადება ან ცოდვიანი მიდრეკილება, რომელთანაც ქრისტიანს უწევს ბრძოლა. მაგრამ აი, ჰომოსექსუალური ურთიერთობები და მისი პროპაგანდა კი ცოდვაა“.
მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ გარდა ქორწინებისა და ნებაყოფლობითი ქალწულობისა, ღვთისა და მისი ეკლესიის მიერ დადგენილი წესიდან ყოველგვარი გადახვევა ცოდვაა და ამ ცოდვას ვერ ფარავს ვერც ის თანამედროვე ტერმინები, რომლითაც მას ახალმოვლენილი რეფორმატორები ნიღბავენ. თუმცა გასათვალისწინებელია ერთი რამ: ქრისტიანი პატივს სცემს ნებისმიერი ადამიანის არჩევნის თავისუფლებას, როგორც ღვთივბოძებულ და ფუნდამენტურ უფლებას, მაგრამ, ამავდროულად, რჩება ავტონომიური ასევე ღვთივდადგენილი ნორმების შესაბამისად მოიწონოს ან არ მოიწონოს გაკეთებული არჩევანი. თანახმად პავლე მოციქულისა: „ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მრგებს; ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მაშენებს“. აქვე დავძენ, რომ არც ერთი ცოდვის ცალკეულ კატეგორიაში (მძიმე, უმძიმესი, მსუბუქი) მოაზრება არ შეიძლება.

***
მოკლედ _ რა ხდება გარეთ? დიდი არაფერი, ერთი შეხედვით. რუსეთ-საქართველოს ომი გრძელდება. სიბნელისა და სინათლის ომი გრძელდება? სიყვარულისა და სიძულვილის ომი მძვინვარებს. ამიტომ რა უნდა ვასაძეს ან მატრიარქს, უმნიშვნელოა, ერთიც და მეორეც კაცუნები არიან. ჩვენ რა გვინდა, ეგაა მთავარი. გვინდა სახელმწიფო? _ გვექნება! არ გვინდა? _ ვიქნებით ქვეყანა. ან, იქნებ, არც ვიქნებით?

„ქრონიკა+“

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 19, 2019 11:02

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,291
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics