რა ხდება დნეპრში 29 აგვისტოს პოლიციელებთან კონფლიქტის დროს ლიკვიდირებული ჯუმბერ სილოგავას საქმეზე – ახალი დეტალები

კონფლიქტის ერთ-ერთ მონაწილეს, ჯუმბერ სილოგავას თანამგზავრ ქალს დღეს წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ბრალი – პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მათზე თავდასხმა.

ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ გარდაცვლილი ჯუმბერ სილოგავას სისხლში ალკოჰოლის დონე 2,48 პრომილეს შეადგენდა, რაც დაახლოებით ერთი ბოთლი მაგარი სასმელის ექვივალენტურია.

პოლიციელი, რომელმაც ჯუმბერ სილოგავას ესროლა, დაკავებულია. სასამართლომ მას შინაპატიმრობა მიუსაჯა. მიმდინარეობს გამოძიება, რომლის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, ძიების მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

ქუჩის სათვალთვალო კამერების შესწავლის შედეგად საქმეში დევს ცნობა, რომ მაშინ, როცა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მძღოლს მანქანის გაჩერება მოსთხოვეს, საჭესთან ჯუმბერ სილოგავა იჯდა, რომელმაც პოლიციელთა მოთხოვნა გაჩერების შესახებ უგულებელჰყო, ხოლო როცა გაჩერდა, თანამგზავრ ქალს საჭესთან ადგილი დაუთმო და თვითონ გვერდითა სავარძელზე გადაჯდა.

სილოგავას თანამგზავრი ქალი არ დაემორჩილა პოლიციელის მოთხოვნას, გადმოსულიყო მანქანიდან, რასაც მოჰყვა მისი მანქანიდან გადმოყვანის მცდელობა, რის შემდეგაც ჯუმბერ სილოგავამ სცემა ორივე პოლიციელი. სათვალთვალო კამერებში ჩანს ასევე, რომ როცა სილოგავა კაც-პოლიციელს ურტყამდა და სავარაუდოდ, მისთვის იარაღის წართმევას ცდილობდა, მისი თანამგზავრი ქალი ზურგიდან შემოჭდობილი ხელებით აკავებდა ქალ-პოლიციელს და იარაღის ამორების საშუალებას არ აძლევდა.

banner
წინა სტატიაშირუსული აგრესიისგან უკრაინაში 823 კულტურის შენობა და ძეგლი დაზიანდა
შემდეგი სტატია“ხელვაჩაურის წყლის” ყოფილი დირექტორი ციხეში გარდაიცვალა