რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დაიწყო სიტყვით გამოსვლებიც. ამ დროისათვის საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია სრულად გადავსებულია. ადგილზე უკვე შესრულდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები.
მოქალაქეების მოთხოვნები დღესაც უცვლელია: ახალი საპარლამენტო არჩევნები და სინდისის და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. აქციის მონაწილეები პირდაპირ ამბობენ, რომ მათი მთავარი ძალა ერთიანობაა და ეს ბრძოლა აუცილებლად მათი გამარჯვებით დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს უწყვეტი პროტესტის 365 დღეა. ზუსტად ერთი წელი გავიდა ირაკლი კობახიძის განცხადებიდან, რომელმაც თქვა, რომ ევროინტეგრაციის გზა 2030 წლამდე გაჩერებულია.

















