რა კანონპროექტს სთავაზობს კახა მიქაია პარლამენტს

,,თავმოყვარე ნარკომანი იმ მიტინგზე არც მივიდოდაო,” -წერს ერთი ჩემი ფეისბუქფრენდი(საუბარია რუსთაველზე გამართულ ,,ბირჟა მაფიის” მხარდასაჭერ მიტინგზე). ძნელია, არ დაეთანხმო, მართლაც, თავმოყვარე ნარკომანს იმ ლიბერასტი ნარკომანების მიტინგზე რა დაკარგვია?!
თავმოყვარე ნარკომანები მიტინგებზე არ დადიან, ისინი კაბინეტებში სხედან და ქვეყანაზე ფიქრობენ. თუ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე და ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციაზეა საუბარი, ხელისუფლებამ და პირველ რიგში, პარლამენტარებმა ( რომელთა შორის თავმოყვარე ნარკომანებიც არიან) სწორედ კაბინეტებში მოკალათებულ თავმოყვარე ნარკომანებზე უნდა იფიქრონ, ისინი ხომ ჩვენს მომავალს ქმნიან. ამიტომ, ჩემო ფეისბუქფრენდო, მოდი, მე და შენ ინიცირება გაუვუკეთოთ კანონპროექტს და პარლამენტს შევთავაზოთ დასამტკიცებლად:
1. ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაცია მხოლოდ თანამდებობის პირთათვის.
2. ყველა სახის ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ლეგალიზაცია განსაკუთრებით ხელისფლების მაღალჩინოსნებისთვის.
ვფიქრობ, პარლამენტში ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მაგალьითად, ჩემთან ,,სადროშოში,”
სამეგრელო-ზემო სვანეთს გუბერნატორი შონია, აწ უკვე კანონის ფარგლებში გააგრძელებს ნარკოდილერების ,,დაკრიშვას.”
ქ.ზუგდიდის მერი გოგოხია, კანონის სრული დაცვით შეძლებს მერიის მაღალჩინოსნებთან და კანონიერი ქურდების ნათესავებთან (თავმოყვარე ნარკომანებთან) ერთად, ყველა სახის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას.
ქ. ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის აპარატის უფროსს, საქვეყნოდ ცნობილ (თავმოყვარე ნარკომან) გრიხა მიქავას კი, არ მოუწევს ნარკოლოგიურში სირბილი და შარდის შეკავება, ხოლო ხელისუფლებას ნარკოლოგიურთან ღამეების თევა, მისი გულშემატკივრობის მიზნით.
P.S. რაც შეეხება უთაყმოყვარო, ლიბერასტ ნარკომანებს, არა მგონია, ჯერჯერობით ნარკოპოლიტიკის ამ დონის ლიბერალიზაციის მოთხოვნით რუსთაველის პროსპექტზე სანთლებით ხელში ისევ შეიკრიბონ.
კაბინეტებს მიღმა დარჩენილ თავმოყვარე ნარკომანებზე ხომ, ბაზარი არ არის-აცხადებს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაშიერდოღანმა ათათურქის პარტიასთან ღია ომი დაიწყო
შემდეგი სტატიასტიქია წალენჯიხაში