რა კანონით იხელმღვანელმა ურთმელიძემ გადაწყვეტილების მიღებისას

განჩინებაში, რომლის მიხედვით, რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს უფლებამოსილება შეუჩერდა და დროებითი მმართველობა დაინიშნა, მოსამართლე თამაზ ურთმელიძე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლს (გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა) ეყრდნობა, რომლის მიხედვით:

„სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება,რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.”

ხსენებული ნორმა, მისივე შინაარსიდან გამომდინარე, არ ვრცელდება დაუყოვნებლივი აღსრულების პროცედურებზე – მოსამართლეს მხოლოდ იმ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლია, რაც დაუყოვნებლივ აღსრულებას არ ექვემდებარება. ეს კი ურთმელიძის გადაწყვეტილების საპირისპიროა – მან ნორმა სწორედ დაუყოვნებელი აღსრულებისთვის გამოიყენა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ განჩინების მიხედვით, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება ტელეკომპანიის ქონების გაფლანგვის პრევენციისთვის ტარდება. ეს იმ პირობებში, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უკვე გამოყენებულია – რუსთავი 2-ის ქონება სრულად დაყადაღებულია და მისი განკარგვის უფლება შეზღუდულია.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2 ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს 3 ნოემბერს მიაკუთვნა. თუმცა იქამდე, 2 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის ამოქმედება გადაწყვეტილების გამოტანამდე შეაჩერა. შესაბამისად, მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება იქამდე არ უნდა აღსრულებულიყო, სანამ საქმეს სამივე ინსტანციის სასამართლი არ განიხილავდა

banner
წინა სტატიაშითელასი აუწყებს აბონენტებს ღამის პირველ საათზე , რომ გეგმიური სამუშაოების გამო შეუწყდებათ ელექტროენერგია
შემდეგი სტატია“დღეს ღამე არ მაქვს განცდა, რომ ვიცავ R2-ს, მე ვიცავ სასამართლოს”