რა კანონი,რის კანონი,მე ვარ კანონი!!!

რა კანონი,რის კანონი,მე ვარ კანონი!!!

რა კანონი,რის კანონი,მე ვარ კანონი!!!თაიმერის” ჟურნალისტები შეეცადნენ გაერკვიათ საქართველოში გავლენიანი ადამიანის, ლევან იზორიას ძმის წარმომავლობა და მისი დღევანდელი ცხოვრება. რესპოდენტები, რომლებიც ვინაობის გამხელისაგან თავი შეიკავეს აცხადებენ, რომ ლევან იზორიას ძმა ნამდვილად არის აქტიური და “სტაჟიანი” ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელი. მათივე ინფორმაციით, იგი ძმის სტატუსიდან გამომდინარე ხელშეუხებელ ადამიანადაც ითვლება.

საინფორმაციო სააგენტო “თაიმერი” დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით დაუკავშირდა ევროპაში მყოფ უფროს ლეიტენანტს გიორგი ბაბაუნაშვილს,რომლის სკანდალურ კადრებში ე.წ “ნარუშილოვკის” საქმეში ლევან იზორიას ძმა ფიგურირებს.
როგორც ბაბაუნაშვილი იხსენებს “2014 წელს, გაზაფხულზე, ვარკეთილში,საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ ავტომანქანის არასწორი დგომისთვის, გადამოწმების პროცესში, საპატრულო პოლიციის კანონიერ მოთხოვნას წარედგინა საბუთები, ლევან იზორიას ძმა არ დაემორჩილა, რასაც მისი მხრიდან, პატრულ ინსპექტორებზე შეურაცყოფა მოჰყვა, რომელიც ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.უფრო მეტიც, როგორც ბაბუნაშვილი აცხადებს მან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა:-” რა კანონი, რის კანონი, მე ვარ კანონი” რასაც პოლიციელების მხრიდან დაკავება და ხელბორკილების დადება მოჰყვა.
როგორც ბაბუნაშვილი ყვება იზორიას ძმა ამჯერადაც არაადეკვატური იყო და მაღალი ალბათობით იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.
ბაბუნაშვილის განცხადებით დაკავებიდან 5-10 წუთში შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები მოვიდნენ, რომლებმაც დაკავებულს ბორკილები მოუხსნეს და შემთხვევის ადგილიდან გაიყვანეს.სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა ვიდეოჩამწერებზე პირველი გამკაცრება და განხორციელდა კოდირება. მეორე გამკაცრება კი, ბაბუნაშვილის განცხადებით ეკა ყურშიტაშვილის კადრების გავრცელაბას მოჰყვა.საპატრულო პოლიციას შეეზღუდა მათ მიერ ჩაწერილი ვიდემასალაზე წვდომა-აცხადებს ევროპაში მყოფი უფროსი ლეიტენანტი გიორგი ბაბუნაშვილი.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ლევვან იზორია, მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის რანგში, ოპონირებას უწევდა კანონს-“ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციას” მის ძმას შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცსაშვის მეშვეობით პრაქტიკულად ლეგალიზებული ჰქონდა ნარკოტიკის მოხმარება!

ავტორი: ბერდია კალანდია

საინფორმაციო სააგენტო “თაიმერი”

www.timer.ge

https://youtu.be/VJW7PGz6j-k

banner
წინა სტატიაში(video) ექსტრემალი ლუკ ეიკინსი თვითმფრინავიდან პარაშუტის გარეშე გადახტა და გადარჩა
შემდეგი სტატიაავღანეთის დედაქალაქში ტერაქტი მოხდა